საზოგადოება
,,დღეს დილით დამირეკეს და მითხრეს: შენ ადგილზე ბოდიშს მოვუხვდიდითო”
,,არცერთ ხელისუფლებას ჩემთან მუქარა არ გასვლია..."
ცნობილმა უფლებადამცველმა, ეკოლოგმა და ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა დღეს დილით განაცხადა, რომ მას დაურეკეს და ბერა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოხდა მოთხოვეს.
,,წარმოგიდგენიათ, ჩემთანაც რომ გაბედეს ვიგინდარა ივანიშვილებმა და ბერას მობოდიშების სათხოვნელად დაარეკინეს, სხვებს რა უშვებიან ?!”- დაწერა ლაშა ჩხარტიშვილმა.
euronews.ge დაუკავშირდა ლაშა ჩხარტიშვილს და დაინტერესდა, ვინ დაურეკა მას და კონკრეტულად, რა სახის თხოვნით მიმართეს?
ლაშა ჩხარტიშვილი:
_ დღეს დილით დამირეკეს. მეტს ჯერ ვერ გეტყვი. საკვანძო ფრაზა იყო: ,,შენ ადგილას ბოდიშს მოვუხვდიდი…”
_ არ გითხრა, ვინ იყო?
_ ქალმა დარეკა. იმის გამო, რომ მადლობებით და დითირამბებით იყო შეფუთული თხოვნა, მის ვინაობას ჯერ არ ვასახელებ, მაგრამ რაიმე მსგავსი თუ კიდევ განმეორდება, იძლებული ვიქნები, საჯაროდ ვთქვა, ვინც არის. ამჯერად კი მისი ვინაობა სანდო პირებს აქვთ გადაცემული. თუ რამე მომივიდა, ეგ იქნება დასტური და ჩანაწერიც. მას ვუთხარი, რომ ბოდიში თავად ბერას ჰქონდა მოსახდელი საჯარო მუქარისა და გინებისათვის. ეს დავაბარე ამ ქალბატონს. ვითხოვდი ბოდიშს ქართველი ხალხის წინაშე, ბერას მხრიდან ეთერით. აი, ესაა ჩემი მინიმალური მოთხოვნა მუქარისა და გინების გამო. ბიძინას კი საჯარო ბოდიში ნამდვილად არც უშველის- იმდენი ხანია გვხოცავს შიმშილით, ვირუსით, ძარცვით, რეპრესიებით… მას გარდუვლად უნდა მოუწიოს განსასჯელის სკამზე ჯდომა.
_ ეს მოჰყვა შენს საჯარო პოსტს ფეისბუქზე, სადაც შენ დაწერე და მოუწოდე საზოგადოებას, ბერას ერთად შევაგინოთო?
_ ეს იყო ნახევრადსახუმარო სოლიდარობის ფეისბუქკამპანია, ბერას საჯარო მუქარის და გინების საპასუხოდ…
_შენ ფიქრობ, რომ შესაძლოა მუქარა კიდევ გამეორდეს ან რაიმე სახის ძალადობის ფორმა მიიღოს?
_ არა მგონია კიდევ რაიმე გაბედონ. ესეც რომ გაბედეს, ძალიან მიკვირს. 20 წლის განმავლობაში, არცერთ ხელისუფლებას არ გასვლია ჩემთან არც მუქარა, არც მოსყიდვის მცდელობა და არც დაჭერით გაჩერება… და ივანიშვილებს რა ეგონათ, არ ვიცი.