სამართალი და კრიმინალი

რა საკითხებზე იმსჯელეს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა პარლამენტში

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი:
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში შეხვედრა გაიმართა, სადაც შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ:
(ა) პატიმრობის კოდექსში იმგვარი ცვლილებების შეტანა, რომლის საფუძველზეც ბრალდებულს, რომელსაც გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბრის უფლება ან სრულად გამოყენებული აქვს სატელეფონო საუბრის ლიმიტი, შესაძლებლობა ექნება, მიმართოს პენიტენციურ დაწესებულებას მისი ადვოკატის ინფორმირებისა და მასთან კომუნიკაციის მოთხოვნით.
(ბ) საპროცესო შეთანხმების თაობაზე ბრალდებულთან მოლაპარაკების წარმოების დროს, საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატის ჩართულობის იმგვარი საკანონმდებლო დარეგულირება, რომელიც ერთი მხრივ, აღმოფხვრის საზოგადოებრივი ადვოკატების რესურსის არამიზნობრივ გამოყენებას სოციალურად დაუცველი სტატუსის არმქონე პირებზე, ხოლო მეორეს მხრივ, უმართებულოდ არ შეზღუდავს სავალდებულო დაცვის უფლებას.
 აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას საპარლამენტო ფორმატში აქტიურად გავაგრძელებთ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close