გია დავითიანი: „მძიმე წუთები გამოვიარე…“
„სულ მქონდა იმედი, რომ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ამ დიდ სიცარიელეს შემივსებდა“
„ალილოს“ წევრი, მომღერალი გია დავითიანი ბევრს საუბრობს თავის პირად ბედნიერებაზე, მეუღლეზე, ექიმ ეკატერინე არჩვაძეზე, რომელსაც გვიან ასაკში შეხვდა. მანამდე კი იყო დიდი ტრაგედია, რომლის შესახებაც ის „გზასთან“ საუბრობს:
.
-სიყვარულმა ასაკი არ იცისო, უთქვამთ. ბედნიერება ნებისმიერ ასაკში შეიძლება მოვიდეს, მაგრამ ამის უნდა გჯეროდეს. მე რაღაცნაირად მჯეროდა და იმედი მქონდა, რომ ცხოვრების გზაზე ჩემთვის მოსაწონ ადამიანს შევხვდებოდი.
მართალია, ეს უბედურება მოხდა – ჩემი შვილების დედა გარდაიცვალა, რის გამოც, ძალიან მძიმე წუთები გამოვიარე, მაგრამ სულ მქონდა იმედი, რომ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ამ დიდ სიცარიელეს შემივსებდა.
ამჟამად მარტყოფში ვცხოვრობ. 40 წელია აქაურობას ვალამაზებ და ვარემონტებ. მეგობრები ამბობენ, რომ აქ ნამდვილი სამოთხეა. ეზოში ჩანჩქერი და აუზი მაქვს. ჩემი სახლი ქალაქიდან 20 წუთის სავალზეა და აქ რომ მოხვდები, თითქოს, სხვა სამყაროში ხარ. ეს ყველაფერი რომ არ მქონოდა, ჩემს ცხოვრებას ალბათ ფასი არ ექნებოდა.