მსოფლიო

დონალდ ტრამპმა პუტინთან აუდიენციას „გრანდიოზული შეხვედრა“ უწოდა

„ეს იყო გრანდიოზული შეხვედრა“, – ასე შეაფასა დონალდ ტრამპმა 7 ივლისს ვლადიმერ პუტინთან გამართული აუდიენცია.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან შეხვედრისას, ბრიტანელმა ჟურნალისტმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჰკითხა, თუ რას ფიქრობს პუტინთან პირისპირ დიალოგის შესახებ. პასუხად დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ მან რექს ტილერსონთან ერთად მართლაც გრანდიოზული შეხვედრა გამართა.

ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის აუდიენცია ჰამბურგში დიდი ოცეული სამიტის ფარგლებში, ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართა. ლიდერებმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხეს.

მოგვიანებით, შეხვედრის მონაწილე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა აღნიშნა, რომ საუბრის მთავარი თემები სირიის კონფლიქტი, უკრაინის კრიზისი და ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საკითხი იყო.

პირველი არხი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close