სხვა

„დედობაც არ დაგცალდა…“

„შენი სიცოცხლე ანაცვალე შვილის სუნთქვას და უკანასკნელ წუთებშიც ჯერ არ დაბადებულ შვილზე ფიქრობდი“ - დიკა სალაყაიას ემოციური წერილი

მწერალი დიკა სალაყაია დიდ ტკივილს ატარებს. კოვიდპანდემიის დროს მისი და კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. ის მეორე შვილზე იყო ორსულად, როცა კლინიკაში მოხვდა. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა მოახერხეს, დედის – ვერა.  დიკა სალაყაიამ დას დედის დღე ემოციური პოსტით მიულოცა.

.

„შენ დედობაც არ დაგცალდა,

ახლა სხვა ზის აკვანთან,

ანგელოზად მოვლენილი,

ვერ შეგიცნო მავანმა.

იქ გილოცავ, დაო. ამ დილითაც ცრემლებით მოგილოცეთ მე და დედამ… გინატრე! რა იქნებოდა, მყოლოდი და ბედნიერები ყოფილიყვნენ შენი შვილები, ჩვენი დედიკო და მე… შენ რომ გვყოლოდი, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა… მაგრამ შენ ვეღარასდროს, ვერავინ შეგცვლის. სასწაული დედა იყავი.

გამორჩეული, განსაკუთრებული, გმირი და ანგელოზი. შენი სიცოცხლე ანაცვალე შვილის სუნთქვას და უკანასკნელ წუთებშიც ჯერ არ დაბადებულ შვილზე ფიქრობდი. გილოცავ, ბაკო“, – წერს დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close