საზოგადოება

დედების ფონდი: კიდევ ერთი შვილი აღარ გვყავს…

საზარელი დილა გათენდა…
წარმოუდგენლად ტკივილიანი, უფერული და მუქი…
არც ვიცით, ამ ტკივილს რა გაანელებს…
გუშინ ნინომ დაგვტოვა… აი, ასე… ალბათ, ძალიან დაიღალა, კიდევ უფრო მაგრად დახუჭა ულამაზესი თვალები და სამუდამოდ მიიძინა. 
დღეს ის დღეა, როდესაც არც კი ვიცით, საკუთარი ტელეფონებიდან და კომპიუტერებიდან, რის შესახებ დავწეროთ, ან როგორ დავწეროთ, ჩვენ ხომ კიდევ ერთი შვილი აღარ გვყავს.ნინი ნოზაძე, 7 წლის… მარადიული ყვავილი…
საქართველოვ, გამოფხიზლდი! დედებს შვილები არ უნდა ეხოცებოდნენ.
,,დედების ფონდი” უსამძიმრებს ნინის ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას.

7 წლის ნინო ნოზაძემ მოულოდნელი თავის ტკივილისგან გონება დაკარგა და მას შემდეგ 5 თვის განმავლობაში კომაში იყო. ექიმების დასკვნით, თავში ანევრიზმა გაუსკდა. პატარას ორგანიზმმა 5 თვე იცოცხლა და 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close