,,პენსიონერმა წინასწარ აიღო სესხი და ერთი თვის პენსია დაუკავეს” _ ბანკები უნამუსობის კერაა
,,გუშინ ჩემი მეზობელი მოხუცი ქალი წავიყვანე ბანკში, ფული დაჭირდა და მთხოვა, პენსი მინდა ავიღო წინასწარო. 180 ლარი აქვს პენსია და წინასწარ აღების გამო ეს თანხები დაუკავეს, დანარჩენი მისცეს… ლიბერთი ბანკი • Liberty Bank პენსიონრების ხარჯზე აპირებთ გამდიდრებას? პროცენტი და საკომისიო გამიგია, მაგრამ ამდენი? თან პენსიაა განვადება ხომ არ არის? პენსიიაა ეს დედაარღნიანი, პენსია !!!
საქართველოს ეროვნული ბანკი – National Bank of Georgia” _ წერს სოციალურ ქსელში გია საგინაშვილი. მის სტატუსს მოქალაქეებიც ეხმიანებიან. ნახეთ, რას წერენ ისინი.
მოიცა ხალხო, რა ხდება, 44% -იან სესხს პირველად ხედავთ? თან ეფექტური! სხვა ბანკების სწრაფი სესხების ხელშეკრულებებში თუ ჩაგიხედავთ? ან სწრაფი და ინტერნეტ სესხები რამდენ %-იანია თუ იცით?(ეფექტური 100%) ან კიდე გგონიათ, რომ ამას ბანკი ეროვნულ ბანკთან და სახელმწიფოს ნებასთან შეუთანხმებლად აკეთებს? ანდა რო ნახა ასე ძვირი იყო, რატო აიღო? ან გვერდით მდგომმა რატო არ ურჩია, არ აიღო, დაქცევააო? მე ბანკს და ვინმეს კი არ ვიცავ, სხვა ბანკი არ აძლევს სესხს და სხვა არჩევანი არ აქვს!!! ეგ არის საგანგაშო. ახლა გამოდით და რომელიმემ ასესხეთ უპროცენტოდ მაგ პენსიონერს ის ფული და აღარ გამოიტანდა.
Neli Kitriashvili რაც არა აქვს ხალხს, რა ასესხონ? მთავრობა იმიტომ ავირჩიეთ, განა დაგვხოცონ, ,,გვაცოცხლონ”. ევროპას რომ ედრებიან, აქ პენსიონერები თავიაანთ თავსაც ინახავენ და ჩვენც, ამიტომ ეს ბანკირები სანამ არ დაემხობიან, არავის არაფერი ეშველება.
გიორგი აბაშიძე: რაც მეტად არასტაბილურია ვალუტა, მით მეტია პროცენტი, რისკებს აზღვევენ. ამიტომ, თავი და თავი არის მთავრობა, სწორი ეკონომიკური კურსი, კორუფციის მოსპობა. ამ ხალხს ჰგონია, კორუფცია მარტო მიეცი-აიღეა და მეტს არაფერს ვნებს. კორუფცია სპობს ქვეყანას, კლავს ეკონომიკასაც და ხალხსაც, პირდაპირი გაგებით. და კორუფცია არ არის მხოლოდ ფულის აღებ-მიცემა. კორუფციაა ნათესავ-ახლობლები საჯარო სამსახურებში, თვალის დახუჭვა გადაცდენებზე და დანაშაულზე მომავალში იგივეს იმედით საკუთარი თავის მიმართ და ა.შ. შედეგი რა არის? შედეგია უვიცი მასწავლებელი, ყასაბი ქირურგი, კრიმინალი პოლიციელი, კანონსაცდენილი ჩინოვნიკები, ის, რომ სამაშველოს ჟანგბადის ნიღბები არ აქვს, სახანძროს “ჟირაფი” არ ჰყავს, ხანძრის დროს სახანძრო სახლს ვერ უდგება, რადგან ეზო არ აქვს და ან ვერ წვდება 159-ე სართულს 10 მეტრი სიფართის ქუჩაზე, რომ ეკონომიკაში არაფერი ესმით იმათ, ვინც მას განსაზღვრავენ და ამით სპობენ მას და აქცევენ ქვეყანას, რასაც მოჰყვება უმუშევრობა, ვალუტის გაუფასურება, ფასების ზრდა, მშიერი და სასოწარკვეთილი ხალხი, შესაბამისად გაზრდილი კრიმინალი და ა.შ. ასე რომ, #კორუფციაკლავს
Lia Gamxuashvili არ იცოდით ?ლიბერთი ბანკზე საზიზღარი ბანკი არ არსებობს. ერთხელ სესხის აღებას ვაპირებდი, შევიტანე განაცხადი. წინასწარ არ გეუბნებიან, პროცენტს იტყუებიან, რომ მერე ვეღარ თქვა უარი. ერთი სიტყვით, ორი იმდენი უნდა გადამეხადა და უარი ვთქვი სესხზე. 50 ლარი გადამახდევინეს საკომისიო.
Giorgi Danelia ამბობენ საპენსიო სესხი რისკის შემცველია და იმიტომ არის დიდი % -იო, გვესმის და როცა გაისტუმრებს და რისკიც მოხსნილია, ის ზედმეტი %-ები უკან რომ დაუბრუნონ, რატომ არ შეიძლება? იმიტომ, რომ საბანკო გაუმაძღრობაა.
Gia Botchorishvili უნამუსობის კერაა საქართველოს ბანკები.
Eto Kapanadze ამ გაჭირვებულ ხალხს, დაუცველ მოხუცებს დახმარების მაგივრად უკიდურეს გაჭირვებაში ამყოფებენ და წამლის ფულსაც უსინდისოდ ართმევენ მოტყუებით და თაღლითობით, ჩვენ არაფერი გვეშველება.
Keti Dzadzamia მე უარესს გეტყვით: ჩემი ახლობელი პენსიას რამდენიმე წელი არ იღებდა,ანუ აგროვებდა, ერთ მშვენიერ დღეს შვილი მივიდა გამოსატანად ,დანაზოგით რემონტის გაკეთებას აპირებდა და ბოდიში. ბანკმა წაართვა მთლიანად. ესეც შენახული პენსია.
Giga Kitia აქ წერას არასოდეს აქვს აზრი. ასეთი გაუთავებელი სიღორის მიმართ ყოველთვის ინდიფერენტულები ვართ, არასოდეს ვიცით რა დროს რა გავაპროტესტოთ ან როგორ შევდგეთ ერთ აზრზე, რომ ამის საშუალება არ მიეცეთ, მაგრამ ხალხია ბოღმითა და ეგოიზმით შეპყრობილი თვითგადარჩენის ამორალური ინსტინქტებით და სანამ მათ არ შეეხება, სხვას არასოდეს აუბამს მხარს, ერთხელ არ მინახავს ამ ქვეყანაში ხალხი რაიმე ღირებულზე შეკრებილიყო და მხარი დაეჭირა მასზე უმცროსსა თუ უფროსზე, თუ არა პოლიტიკური იდეებისთვის დროშების ფრიალი… ამიტომაც ვიმკით ინდივიდუალურად ყველა საშინელებას.
Irina Janelidze ჯერ ყველაზე მათხოვრული პენსია საქართველოშია და იმასაც რომ არ დაუტოვებენ, რისი ღირსია ჩვენი მთავრობა? იტრაბახონ მერე ქართველობით, ყველაზე უკანასკნელები არიან.