მსოფლიო

,,დაშავებულია 30 ადამიანი, ძირითადად, გაზით”

მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა მიერ ოქტომბრის სასახლის შტურმით აღების მცდელობისას, დღეს, კიევში 30-მდე ადამიანი დაშავდა – ამის შესახებ განცხადებას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აკეთებს. “დაშავებულია დაახლოებით 30 ადამიანი. ძირითადად, გაზით” – თქვა ორგანიზაციის ექიმმა. მან დააზუსტა, რომ დაშავებულთა შორის 20 მომიტინგეა და 10 სამართალდამცველი.
შეგახსენებთ, რომ პარტია “Руху нових сил”-ის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, მარშის დროს მომხრეებს ოქტომბრის სასახლეში შტაბის გახსნისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ კოლონას თვითონ გაუძღვებოდა წინ. სააკაშვილის მომხრეების სასახლისკენ დაძვრის მომენტში, იქ ჯაზ-კონცერტი მიმდინარეობდა.

წყარო

.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close