ჩვენ მოგიტანთ საჭმელს, დედების ფონდის გოგოები საკვებით ამარაგებენ ოჯახებს!
დარჩი სახლში, ჩვენ მოგიტანთ საჭმელს!
ერთად ყველაფერი შეგვიძლია‼გადადეთ 1 შეფუთვა პროდუქტი, არ დაიზაროთ, მოგვაწოდეთ და არ დავტოვოთ მშიერი არავინ‼ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე,ჩვენი და თქვენი უსაფრთხოებისთვის დედების ფონდი იწყებს ახალ კამპანიას.
“დარჩი სახლში,მე მოგიტან საჭმელს! #დედებისფონდი”

კამპანიის ფარგლებში ჩვენ უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ყველანაირ ნორმის დაცვით,სახლში მივაწვდით საკვებს იმ ადამიანებს,რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში, არიან ინფიცირების დიდი რისკის ქვეშ და იმ ადამიანებს,რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო ვეღარ ახერხებენ მუშაობას და მათი ოჯახი და შვილები იმყოფებიან შიმშილის ზღვარზე.
ფონდმა, ჩვენივე რესურსით, მოვახერხეთ საკვები პროდუქტების შეძენა, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ამისთვის გვჭირდებით თქვენ.
– თუ გაქვთ სურვილი მოგვაწოდოთ საკვები,დაგვიკავშირდით 557599995;
– თუ მიგიწვდებათ ხელი მწარმოებელ კომპანიებზე და მათ შეუძლიათ ჩვენი დახმარება,გთხოვთ დაგვაკავშიროთ;
– თუ გსურთ ფინანსური მხარდაჭერა და თქვენი 1ლარით ოჯახების გარდაუვალი შიმშილისგან ხსნა,გააქტიურდა სპეციალური ანგარიში
#GE52TB7174136585100001
#GE78BG0000000162427846.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

557599995

.

.

.

კომენტარები