პოლიტიკა

,,დარჩი სახლში” გადაიქცა გამოთქმად, ,,მოკვდი სახლში” _ ნათელაშვილი ხელისუფლებას სასამართლოში უჩივის

შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას სასამართლოში უჩივის და საგანგებო მდგომარეობის და ჯარიმების გაუქმებას მოითხოვს.

შალვა ნათელაშვილი:

_ საქართველოს ხელისუფლებამ ვირუსიც, ეპიდემიაც და კარანტინიც დიქტატურის განსამტკიცებლად და ახალი მილიარდების საშოვნელად გამოიყენა. დღეს სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, რათა გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი და არაადამიანური ჯარიმები. ადამიანები გამოკეტეს შიდაპატიმრობაში და სასიკვდილოდ გაწირეს. ,,დარჩი სახლში” გადაიქცა გამოთქმად- ,,მოკვდი სახლში.” არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რა ეწერება ადამიანს სიკვდილის მიზეზად, ან ავადმყოფს დაავადების გამწვავების მიზეზად.

სასწრაფოდ უნდა გაიხსნას დაკეტილი წარმოებები, მაღაზიები, ბაზრები, მშენებლობები, ტრანსპორტი და ამუშავდეს ეკონომიკა. ვხედავთ, რომ ხელისუფლება ისევ გაყვლეფითაა დაკავებული, არაფერი გაიმეტა ხალხისთვის, რომ ამ მძიმე ვითარებაში ადამიანებს თავი გადაერჩინათ, ოჯახები შეენახათ. პირიქით, საზღვარგარეთ, ვითომ ჩვენს დასახმარებლად 3,5 მილიარდი დოლარი იშოვა და თავის ანგარიშებზე მოაქცია. კაცობრიობას ალბათ, ასეთი არაადამიანური ხელისუფლება არ ახსოვს. მათი მიზანი მხოლოდ მოგებაა, ნებისმიერი გზით _ ხელისუფლებაში მოსვლით, ომით, ეპიდემიით, ტერიტორიების გაცემით, საყდრისის აფეთქებით, ბიზნესის მიტაცებით. ამდენად, დღევანდელი ჩვენი სარჩელი ჩვენი კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეყრდნობა.

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close