პოლიტიკა

“დაპირისპირების მახინჯი სენი როგორმე უნდა ჩავაბაროთ წარსულს”

მათი მოწოდება კოჰაბიტაციისკენ არის ძალიან გასაგები, მაგრამ შეუძლებელი – ამ განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი, ამერიკელი სენატორებისა და დიპლომატების მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს ეხმაურება, სადაც ისინი მმართველ გუნდს პოლიტიკური პლურალიზმისკენ მოუწოდებენ.

პარლამენტის ვიცე სპიკერი ამბობს, რომ აუცილებელია ქვეყანაში შეიქმნას ჯანსაღი კონკურენცია, თუმცა, არა 2020 წელს. ვოლსკი ამბობს, რომ დღეს „მწვავე დაპირისპირების მახინჯი სენის დასრულების“ პერსპექტივა არ არსებობს.

„24 წელს სასურველიც არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს დაპირისპირების მიუხედავად, ჯანსაღი კონკურენციის ატმოსფეროს შექმნა, რათა საზოგადოებაშიც ეს მწვავე დაპირისპირების მწვავე მახინჯი სენი, როგორმე ჩავაბაროთ წარსულს, მაგრამ არა 2020 წლისთვის. ამ პერსპექტივას ვერ ვხედავ. მათი მოწოდება კოჰაბიტაციისკენ არის ძალიან გასაგები, როგორც ადრე იყო, მაგრამ შეუძლებელი,“ – ამბობს გია ვოლსკი.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში ქართულ მხარეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს შემდეგ პოლიტიკური პლურალიზმის აუცილებლობა გუშინ ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა შეახსენეს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close