საინტერესო

„დაოჯახება და შვილის გაჩენა არასდროს არის გვიან“

39 წლის ასაკში შეცვლილი ცხოვრება - რას ყვება ნინო მუმლაძე

მსახიობ ნინო მუმლაძის ცხოვრებაში განსხვავებულად ბედნიერი ეტაპია. ის შვილთან ურთიერთობით ტკბება. რონი გვიან, 39 წლის ასაკში გააჩინა.

.

-რონი რომ გავაჩინე, ვიყავი 39 წლის და სამ თვეში გავხდი 40 წლის. არ მგონია, რომ ამაში გამორჩეული ვარ დღეს, რადგან ბევრი ქალბატონი ზუსტად ჩემს ასაკში ოჯახდება და აჩენს შვილს.

ახლა ვხვდები, რომ ადრეულ ასაკში შეიძლება უფრო მარტივად გაუმკლავდე რაღაცებს. რასაკვირველია, ბუნება ბუნებაა და ტყუილი არ იყო, როცა ადრე 25 წლის ასაკის მშობიარეებს ხანდაზმულ მშობიარეებს ეძახდნენ (იღიმის).

გინდა თუ არა, ახალგაზრდა ასაკში უფრო მეტი ენერგია გაქვს ღამეების თენებისთვის… დღეს, როცა ქალბატონები ცდილობენ, ჯერ პროფესიულად შედგნენ და შემდეგ გახდნენ დედები, მოიტანა ის, რომ ჩემს  მსგავსად, ბევრი აჩენს პირველ შვილს შედარებით გვიან ასაკში. ჩვენს დროს, მგონი, ეს გასაკვირი არ არის და ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები. ჩემს სამშობიარო პალატაშიც ჩემი ასაკის ქალბატონი იწვა. თუ ვინმე 30 წლის ასაკს გადასცდა და ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება ვერ შედგა, არ აქვს იმედი, რომ დაოჯახდება და შვილს გააჩენს, გული არ გაიტეხოს, იმიტომ, რომ არასდროს არის გვიან. საერთოდაც, სიყვარულს ასაკი არ გააჩნია, – ამბობს მსახიობი ნინო მუმლაძე „ფორტუნასთან“.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close