სამართალი და კრიმინალი
დამნაშავე, რომელიც ცოლ-ქმარს წერეთელზე თავს დაესხა, სავარაუდოდ, უბნის ინსპექტორია
წერეთლის გამზირზე ცოლ-ქმარს ესროლეს- კაცი გარდაიცვალა, ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც კორესპონდენტს ადგილზე განუცხადეს, ეჭვმიტანილი უბნის ინსპექტორია, რომელმაც ცოლ-ქმარს იარაღიდან ესროლა. მათივე ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.
“პირველმა” ფაქტის გადამოწმება შსს-ში სცადა, თუმცა მათ კომენტარი არ გააკეთეს და განაცხადეს, რომ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. შსს-მ ინფორმაციის მისაღებად პროკურატურაში გადაგვამისამართა. პროკურატურაში აღნიშნულ შემთხვევაზე ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობენ.