დაიწყება თუ არა ლევან ჯანაშიას მიმართ დისციპლინური დევნა?
მამუკა ნოზაძე, ადვოკატი:
_ ძალიან მშვიდ ატმოსფეროში ჩატარდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები. გამოჩნდა, რომ პირველ ტურზე, გარკვეულ პირებს, დესტრუქციულ ძალებს, მართლა სურდათ, რომ ჩაეშალათ არჩევნები. ისინი მიხვდნენ, რომ აგებდნენ და პროვოკაციები დაიწყეს. დღეს ეს ძალები არ იყვნენ და მსგავს ექსცესებს ადგილიც არ ჰქონია.
_ ბატონო მამუკა, ადვოკატების გარკვეული ნაწილი ამტკიცებს, რომ მათ მიიღეს ჯანაშიასგან ესემეს შეტყობინება, რომლითაც ის მოუწოდებდა, რომ არ მისულიყვნენ არჩევნების მეორე ტურზე. ეს სიმართლეა?
_ პირადად ორჯერ მომივიდა ესემესი ლევან ჯანაშიასგან. ესემესს ეწერა – GBA – ლევან ჯანაშია. ანუ მან თვითნებურად გამოიყენა ადვოკატთა ასოციაციის აბრევიატურა. ლევან ჯანაშია ის პიროვნება არ არის, რომლის ჭკუაზეც გაივლიან ადვოკატები.
,,მოგესალმებით. გაცნობებთ, რომ მე და ჩემი გუნდი არ ვაპირებთ 9 დეკემბერს GBA- ს მიერ გამართული არჩევნების შედეგების აღიარებას და 23 დეკემბერს გამართულ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ვაცხადებთ. მოგიწოდებთ, არ მიიღოთ მინაწილეობა უკანონო და უსამართლო პროცესში. პატივისცემით, ლევან ჯანაშია” _ ასეთი იყო ესემესის ტექსტი.
არავის არ აქვს ადვოკატთა ასოციაციის აბრევიატურის გამოყენების უფლება. ლევან ჯანაშია არ არის ასოციაციის ადმინისტრაციის წევრი, ხელმძღვანელი პირი, ამიტომ, აბრევიატურის გამოყენება მისი მხრიდან, არის დარღვევა.
აღმასრულებელ საბჭოს აქვს მარეგულირებელი დოკუმენტი მიღებული, რომლითაც იკრძალება ემბლემის, სახელწოდების, ლოგოს და ა.შ გამოყენება.
_ ჯანაშია ქმედება დისციპლინული დევნის საფუძველი შეიძლება გახდეს?
_ დიახ. თუ ადვოკატთა ასოციაციის რომელიმე ხელმძღვანელ პირს გაუჩნდება სურვილი და შეიტანს ეთიკის კომისიაში საჩივარს, ლევან ჯანაშიაზე დაიწყება დისციპლინური დევნა.