პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: გაზის ტარიფზე ოცნებამ მოსახლეობა მოატყუა

“ევროპული საქართველო”-ს ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ბუნებრივი აირის ტარიფთან დაკვშირებით “ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობა მოატყუა.

“არა მხოლოდ მოატყუა ქართველი ხალხი, როდესაც 2012 წელს სწორედ ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე ტარიფების შემცირებას ჰპირდებოდა, არამედ ცუდი მენეჯმენტის შედეგად, ამ სფეროში ვითარებაც გააუარესა. გაზის ტარიფის გაზრდა, გაზზე საერთაშორისო ფასის ზრდის გამო კი არ ხდება, არამედ იმიტომ, რომ ქართულმა მხარემ და ენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ გააფორმეს კონტრაქტი გაზპრომთან, რომლის ღირებულებასაც დღეს თითოეული ჩვენგანი გადავიხდით საკუთარი ჯიბიდან. ამიტომ გაზის ტარიფის გაძვირება გახლავთ კლასიკური შემთხვევა ქართული ოცნების მიერ ჩვენი ამომრჩევლის მოტყუების და დაპირების შეუსრულებლობისა”, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სხდომაზე თბილისში გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

კომისიის სამივე წევრმა გაითვალისწინა სატარიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშება. გადაწყვეტილება დაეფუძნა სამომხმარებლო ტარიფის შემადგენელი კომპონენტების ტარიფებს. ყველა კომპონენტის ტარიფში ზრდა ფიქსირდება. გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 1 კუბურ მეტრზე საშუალოდ 0.5 თეთრით გაიზარდა და 46.15 თეთრი იქნება.

დღეს, ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ  არ იცის ბუნებრივი აირის გაძვირების შემთხვევაში, იქნება თუ არა სუბსიდირება. კალაძის თქმით, ამის შესახებ  მოქმედს მინისტრს უნდა ვკითხოთ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close