საზოგადოება
დავით ასათიანმა ადვოკატთა უმაღლესი სკოლის მსმენელებისთვის ლექცია წაიკითხა

დავით ასათიანმა მიმდინარე საპილოტე პროექტის ფარგლებში ადვოკატთა უმაღლესი სკოლის მსმენელი მოქმედი ადვოკატებისა და სტაჟიორებისათვის საადვოკატო ბიუროს საქმიანობის შესახებ ლექცია წაიკითხა. ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა მსმენელებისათვის ისაუბრა პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო უანრ-ჩვევების, არსებული სტანდარტებისა და გამოწვევების, ასევე საჭირო ცვლილებების შესახებ.