პოლიტიკა

,,დადგა დრო, ჩვენმა თაობამ შეცვალოს პოლიტიკა…” -გაერთიანებული კოალიციის კანდიდატების წარდგენა

გაერთიანებულმა კოალიციამ – „ხალხის პარტიამ“; „სახალხო პარტიამ“; და მოძრაობა „ერთსულოვნებამ“ წიწამურთან, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან მხარდამჭერებს თბილისის მერობის კანდიდატი წარუდგინა და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.

ადგილზე მყოფმა პარტიების თამჯდომარეებმა, ალექსანდრე კობაიძემ, მამუკა გიორგაძემ და მიხეილ ანდღულაძემ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და განაცხადეს, რომ ისინი მატერიებისთვის არ იბრძვიან და ახალი შემართებით, ახალი ენთუზიაზმით “გადამწყვეტ ბრძოლას” იწყებენ.

“ხალხის პარტიის” თავმჯდომარის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, დროა ახალმა სახეებმა და თაობამ ჩაანაცვლოს ის პოლიტიკური სახეები, რომლის კაბინეტები დახურულია საკუთარი ამომრჩეველბისთვის.

,,დადგა დრო, ჩვენმა თაობამ შეცვალოს პოლიტიკა, ოქროს კოშკებს არ გპირდებით, არც ,,უზრუნველ თბილისს”, მაგრამ მაქვს ამბიცია და სურვილი, ყველას დავუმტკიცო, რომ პოლიტიკაშიც არსებობენ ხალხზე მზრუნველი ადამიანები.

  დღეს ჩვენმა კოალიციამ წარადგინა თბილისის მერობის კანდიდატი ქ-ნი ხათუნა მზექალაშვილი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ჩვენ მხარდაჭერას, ის სუფთა, არაპოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანია და ჩვენ გვჯერა მისი პროფესიონალიზმის, ასევე მჯერა იმ გუნდის, რომელიც ეხლა ჩემ გვერდითაა, თუ დავდგებით ერთად და მოხვალთ არჩევნებზე, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. შ ე მ ო ხ ა ზ ე თ N 38 !!! “- განაცხადა ხალხის პარტიის” თავმჯდომარემ ალექსანდრე კობაიძემ.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close