,,შედეგებზე, რომელიც მოჰყვებოდა პრეზიდიუმში რუსი დეპუტატის მოთავსებას, უნდა ეფიქრა პარლამენტის პროტოკოლს”
დიმიტრი ლორთქიფანიძე, პოლიტიკოსი:
_ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება! ვინ აგებს პასუხს შექმნილ ვითარებაზე და რა გამოსავალი არსებობს აქედან?!.. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშირისო ასსამბლეას საქართველო შეუერთდა 2011 წელს. მას შემდეგ გავიდა 8 წელი, საიდანაც 2 მოხმარდა იმას, რომ ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოლიტიკური ფორუმის მასპინძლობა საქართველოს ეთავა! ფორუმისა, რომელიც საკუთარ რიგებში აერთიანებს 25 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციას და რომელიც ეფექტური გაგრძელება უნდა ყოფილიყო “სუამის” საპარლამენტთაშორიო ასსამბლეის. ის რაც თბილისში, პარლამენტის შენობის ცენტრალურ სასესიო სხდომათა დარბაზში განვითარდა, იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია და ამ პროვოკაციის მიზანი გახლდათ იმ პროგრესის შეჩერება, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობებში შეინიშნებოდა, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების, ასევე პოლიტიკურ ფლანგზე , პოლიტიკის მკვლევარებისა და ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო მოედნების შექმნაში ვენაში, ბრიუსელში, პეტერბურგში და ა.შ. ქართველთ მოძულე ლობისტების აქტიური ჩარევის შედეგად შემუშავებული იქნა გეგმა , რომელსაც უნდა ემუშავა მოსახლეობის ემოციური ფონის შესაქმნელად და ამ ფონზე გარკვეული პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციის გზით უნდა მიეღწიათ მასშტაბური სამოქალაქო პროტესტისთვის! ამისთვის,მართლმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის თბილისში ჩატარების ფაქტი საუკეთესო პირობებს ქმნიდა, რადგან ფორუმის პრეზიდენტი ამ დროისთვის იყო რუსეთის პარლამენტის წევრი სერგეი გავრილოვი, რომელსაც რეგალიიდან გამომდინარე მოუწევდა სხდომის წაყვანაში მონაწილეობის მიღება. ეს მშვენივრად უწყოდნენ ნაცებმა და ევრონაცებმა, რომელთა ერთ-ერთი წარმომადგენელი გიგი წერეთელი თავადაც მასპინძლობდა კოლეგა გავრილოვს ვენაში. დაუკვირდით პატივცემულო მეგობრებო, გავრილოვის წინააღმდეგ წინასწარ რომ აეტეხათ ხმაური, გეგმა ჩაუფლავდებოდათ, ამისთვის ჩასაფრებისა და გამწესრიგებელი სხდომის დაწყებას დაელოდნენ, სხდომისა , რომელიც არ გადაიცემოდა ეთერით და იყო დახურულ ფორმატში.
გაიხსნა თუ არა და იმავე წამს როზენკრეიცერული შემართებით, ლანძღვით, გინებით, დელეგატთა შეურაცხმყოფელი შეძახილებით სხდომათა დარბაზში იჭრებიან გამოცდილი პროვოკატორები კაკო ბობოხიძე, გიორგი კანდელაკი, ირმა ნადირაშვილი და დროშა მოსხმული ელენე ხოშტარია! მოვლენები ელვის უსწრაფესად ვითარდება და გათვლა მოულოდნელობის ეფექტზეა. ნაც-პროვოკატორთა ამოცანას შეადგენდა აღშფოთებული საზოგადოების უსწრაფესი თავმოყრა პარლამენტთან. რ2 ის ჟურნალისტი, ოპერატორით რჩებოდნენ პარლამენტის შენობაში და მოქმედებაში ჩაერთვნენ მოგვიანებით, რომ მოვლენათა მაქსიმალური დრამატიზირების გზით მოსახლეობა პარლამენტთან მიეყვანათ. პროცესი უსწრაფესად განვითარდა,- ის იყო, ბოლო ავტობუსი შევიდა პარლამენტში სპეცრაზმით, რომ შტურმიც დაიწყო!… დაშავდა სამ ასეულზე მეტი ადამიანი,რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი, მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება ათეულობით სამოქალაქო და ფორმიანმა პირმა.. ქართველები ისევ ერთმანეთს დავუპირისპირდით დაუნდობელი და სისხლისმღვრელი სიძულვილით! მტერი კიდევ ერთხელ გავაცინეთ და საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე შევუქმენით ჩვენს თავს უკიდურესად ნეგატიური იმიჯი, რომ ვერ უზრუნველვყავით საერთაშორისო პოლიტიკური ფორუმის უსაფრთხოების დაცვა და შეურაცხოფა მივაყენეთ მის დელეგატებს! კოაბიტირებულ-რეაბილიტირებულმა ნაციონალურმა სინდიკატმა კიდევ ერთხელ მოახერხა და აწეწა ვითარება ქვეყანაში, შეძლო პოლიტიკური კრიზის გამოწვევა, რაც უცილობლად დააზარალებს ეკონომიკის რეალურ სეგმენტებს და ღრმა ქაოსში გადააგდებს ქვეყანას. შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად მესახება ამ აგენტ-პროვოკატორების წინააღმდეგ უმკაცრესი სამართლებრივი ზომების გატარება და ამ პროცესზე სამოქალაქო კონტროლის დაწესება!