,,სესხის სანაცვლოდ, ყიდვა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, პირდაპირ გამსესხებელს უფორმებენ ქონებას”
ლევან ჭიღლაძე, ადვოკატი:
_ მაპატიოს ყველამ ჩემი ემოციის გამო, მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია .საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რომ იპოთეკური სესხები შეაჩერა ხომ “ზარზეიმით “შევხდით ,ახლა მეორე უკიდურესობაზე მოგახსნებთ, გამწარებული მოსახლეობა, რომელსაც სასწრაფოდ თანხა ესაჭიროება ახლა იმ დონემდე მიდის, თანხის სესხების სანაცვლოდ, ყიდვა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, პირდაპირ გამსესხებელს უფორმებს ქონებას და ასე კარგავენ მსესხებლები ერთადერთ საცხოვრისს. თუ არ გჯერათ ბატონებო, ნახეთ და გადაამოწმეთ ბოლოდროინდელი ფაქტები ნოტარიუსებსა და საჯარო რეესტრში . ამოიღეთ სტატისტიკური მონაცემები ეროვნული ბანკის რეგულაციების შემდგომ( ?! ) უკვე რამდენი ასეთი გარიგება იდება ყოველდღე.
ბატონებო , სირცხვილია.პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს მივმართავ, ზოგჯერ პრაქტიკოს იურისტებსაც გვკითხეთ ხოლმე რჩევა, თუ შეიძლება ..არადა, ყიდვა-გამოსყიდვის ხელშეკრულება თავშივე ბათილი რომ არის, ვინმემ აუხსნა მოქალაქეებს და დავის პერიოდში არ გამოიწვევს გაუგებრობას? ხალხო გამოფხიზლდით!