საზოგადოება

,,მერმა და მისმა მოადგილემ მოიწყეს კრესლოები და დივნები… _ მეორე დღეა ეს ამბებია და ვინმეს გაგიგიათ?”

,,მოგეხსენებათ რამხელა ამბავია ატეხილი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გარშემო –
გარღვეული ბიუჯეტი უხელფასოდ დარჩენილი ასობით ადამიანი!
ეს მეორე დღეა უამრავი ადამიანი მიკავშირდება და ზოგი თანადგომას უცხადებს ამ ადამიანებს, ზოგი აკრიტიკებს რატომ ხმას არ იღებენ და არ აპროტესტებენო!!

მოდით ვიყოთ რეალისტები და ნუ განვსჯით კრიტიკულად
მართალია თავისი შელახული უფლება უპირველესად თვითონ უნდა დაიცვას ადამიანმა, მაგრამ ამ ხალხმა ისიც კარგად იციან ვისთან აქვთ საქმე !!
იციან რომ თუნდაც ერთმა ადამიანმა რომ ამოიღოს ხმა სხვები თავს შეიკავებენ
მეორე დღეა ეს ამბებია და აბა ვინმეს თუ გაგიგიათ ან წაგიკითხავთ რომელიმე აიპ -ის ხელმძღვანელს რაიმე პროტესტი გამოეთქვას? არაა…
ამ ხალხს დღემდე მხოლოდ მხარდაჭერა გამოუცხადა ერთადერთმა არასამთავრობომ რომლის სამოქალაქო აქტივისტია ნინო გოგოლაშვილი, კიდევ ნაციონალურმა მოძრაობამ და
მე!
ახლა რა ქნან? ნაცებს ვერ მიმართავენ, მე და ნინოს რაც შეგვიძლია ვახმოვანებთ..
თან იციან რომ ულუკმაპუროდ დარჩებიან მათ უკან კი ოჯახებია, ბანკის ვალები და უამრავი რამ…
იციან რომ ამათთვის ადამიანური სიბრალური სრულიად უცხოა და პირიქით სიამოვნების მომგვრელი სხვისი კვნესა
გაიხსენეთ ჩემი მაგალითი სასიკვდილოდ გამეტებული ჩემი შვილი უსახსრობის გამო …
ჯერ კიდევ როდის ავტეხე განგაში მოსვლის დღიდანვე უპირველესად თავიანთ კომფორტზე რომ იზრუნეს სიღნაღის მერმა და მისმა პირველმა მოადგილემ და მოიწყვეს კრესლოები და დივნები, მაგრამ არავინ ყური არ შეიბერტყა, ეხლა სულ გაღვიძებიათ მადა და ის კაბინეტებივ აღარ მოსწონთ თურმე და მერიის მესამე სართულზე ირემონტებენ აპორტამენტებს ( კარგი იქნება ჟურნალისტები დაინტერესდნენ და ნახონ)
ეხლაც ასეთი ამბებია და მერი წაბრძანდა პოლონეთში წუხელის და თან თბილისიდან კი არ გაფრინდა ქუთაოისიდან რომ არავის გაეგო.

რა შედეგობრივი მიზანი აქვს ამათ ვოიაჟებს? რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს რაიონს? მერე რომ ჩამოვიდეს და იტრაბახოს რამდენი გადაიხადა თავის ჰალსტუხში და მის სამაგრში? რომ არ ეყო შვილისათვის კოსტუმის საყიდელი ფული?? აინტერესებს ეს ვინმეს??
პირველად ვეთანხმები გოგილაშვილს მართლაც არ ვყოფილვარ მაგისიანი, მე ამ ყველაფრის თანამონაწილე არასოდეს გავხდებოდი!!!!
უკვე კულმინაციამდეა მისული რაიონში მდგომარეობა და მართლაც აუცილებლად უნდა ჩაერიოს მთავრობაც , პარტიაც და ჩვენც რიგითი მოქალაქეებიც!!!!
მართალია თვითონ არ მალავენ სუსი გვფარველობსო და არჩევნებზეც კი დამკვირვებლებად ისინი გვიშვებენო( რაც ძალიან მეეჭვება) მაგრამ ესეც უნდა გაირკვეს და ამის დიდი იმედი მაქვს ისეთი წესიერი ადამიანი ხელმძღვანელობს ამ უწყებას რომ მის ყურამდე მისული გაარკვევს
#ვახტანგ გომელური! ახლა იმასაც ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ვიღაცა უწყობთ ხელსო@დავით ზალკანიანი (თქვენი იმედიც გვაქვს) და მოკლედ ამ ყველაფერს გარკვევა სჭირდება და წერტილის დასმა ამ განუკითხაობებზე ნებისმიერი უწყებიდან! ვინაიდან ყველა თქვენი უწყების პრესტიჟიც კითხვის ქვეშ დგება მოგეხსენებათ!
………………….
პ,ს ასევე მოგმართავთ თხოვნით ჩემო ძვირფასო თანარაიონელებო!
მოგმართავთ რიგით მოქალაქეებს დავუდგეთ ამ ადამიანებს გვერდით ერთად დგომას დიდი ძალა აქვს თუნდაც სულ ახლახანს ჭიათურის მაგალითი ავიღოთ მთელი ქალაქი ერთად რომ დადგა!!!!!!!!!!!!!!
მამუკა ბახტაძე Mamuka Bakhtadze Irakli Shiolashvili ქართული ოცნება / Georgian Dream #ვახტანგგომელაური” 

_ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სიღნაღის მერიის ყოფილი თანამშრომელი მაია სუხიშვილი.

EURONEWS.GE ელოდება მერიის მაღალჩინოსნების პასუხს აღნიშნულ სტატუსთან დაკავშირებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close