პოლიტიკა

,,დღეს ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება დასრულდა”

თემურ შაშიაშვილი:

_ დღეს უკვე მქონდა საშუალება რამდენიმე საათის წინ, სოციალური ქსელის საშუალებით მიმემართა საზოგადოებისთვის და პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მეთქვა: „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“  მათი ნაგლეჯებით თავზე გვამსხვრევენ სახელმწიფოებრიობას. არ გვეყო ის, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსულ პროვოკაციაზე წამოგება ძვირი დაუჯდა ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ახალი რუსული პროვოკაციის მონაწილენი გახდნენ.

დღეს კიდევ ერთხელ დავწმუნდი იმაში ,რომ ამ პოლიტიკოსებით, ამ პოლიტიკური ფილოსოფიით და ამ პოლიტიკური პარტიებით, საქართველოს მომავალი არ აქვს. დავრწმუნდი იმაში, რომ პოლიტიკოსებმა ხალხს წაართვეს ქვეყანა. რასაც დღეს ვუყურებ, ეს ჩემში აძლიერებს ზიზღს პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ. დიდი მადლობა „თეთრების“ პოლიტიკურ საბჭოს და წევრებს, რომ ჩვენ ორი წლის წინ პრაქტიკულად, შევაჩერეთ პარტიის საქმიანობა და ამის მიზეზი იყო სწორედ დიდი სიძულვილი, რომელიც პარტიების მიმართ არის ხალხში.

მართლაც რომ არა  ძლიერი ქართული ნება და ძლიერი ქართული გენი, ძნელი გახდებოდა ამდენი პოლიტიკური ავანტურისტისთვის გაძლება. ეჭვი მეპარება, დღეს რომელიმე სახელმწიფომ გაუძლოს პოლიტიკანების ასეთ თარეშსა და პარპაშს ქვეყანაში. „თეთრებმა“ პრაქტიკულად, შევაჩერეთ საქმიანობა და 2016 წლის დეკემბერში გავაკეთეთ განცხადება, რომელითაც ხელისუფლებას მივმართეთ, რომ დაწყებულიყო პირდაპირი დიალოგი ხალხთან მეცნიერებისა და  ინტელიგენციის მონაწილეობით, რომ განეიტრალებულიყო მოსახლეობის  სხვაგვარად ვერ ვიტყვი „პოლიტიკური დაბომბვა“ ავანტურისტი, ფულის მოყვარული პოლიტიკოსებისგან. სათაურიც სწორედ ასეთი ჰქონდა მიმართვას: „ამის გაუთვალისწინებლობას არც დრო და არც ხალხი გვაპატიებს“.

მეცნიერებაზე დაყრდნობილი ეს განცხადება  – წერილი ხელისუფლებისთვის არ თუ ვერ იქცა სიგნალად . ჩვენ სწორედ იმას ვპროგნოზირებდით, რაც დღეს ხდება ქვეყანაში. მაგრამ სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლია როგორც მეწარმესა და ქველმოქმედს, პოლიტიკურად აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა. მისი პოლიტიკური ქმედებები დამანგრეველზე დამანგრეველია. წარმოუდგენელია ქვეყნის მართვა ფულით, მით უფრო მაშინ, როცა ამას აკეთებს ფულის მონა და ყველას და ყველაფრის ყიდვას ახერხებდა  ფულით, გამარჯვებასაც ფულით ყიდულობდა, პარტიებსაც, პოლიტიკოსებსაც, ინტელიგენციასაც.. სძულდა და სძულს, ფულითვე ებრძვის იმას, ვისაც ვერ ყიდულობს. როგორც ჩანს ფულს დიდი ძალა აქვს, განსაკუთრებით მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

ჩვენ ამ წერილში ვწერდით, რომ ხალხთან პირდაპირი დიალოგის უგულებელყოფით პოლიტიკა დაბრუნდება ქუჩაში  და გაგრძელდება 1991 წლიდან მოყოლებული, ქუჩით ქვეყნის მართვა. ქუჩაში ხალხი გამოჰყავს ხელისუფლებას, მის უუნარობას, უმოქმედობას და უნიათობას და ეს წარმატებით ხდება მაშინ, როცა ქვეყანას  პოლიტიკური ოპოზიცია კი არ ჰყავს, არამედ ჰყავს რევანშიზმით სავსე პოლიტიკური ძალა, ჩასაფრებული პოლიტიკური ძალა.

მე ვარ ბედნიერი იმით, რომ „ქართული ერთობის დარბაზმა“ „მეცნიერთა კონგრესმა ეროვნული თანხმობისთვის“, , ქვეყნის განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერმა ფონდმა დაიჭირეს სახელმწიფოებრივად მართალი პოზიცია და თქვეს, რომ უნდა დამთავრდეს ქუჩით, ემოციითა და აგრესიით ქვეყნის მართვა და პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს გონება., რომ დაპირისპირება დამანგრეველია, ქვეყნის მომავალი თანამშრომლობის ჰარმონიზაციასთანაა დაკავშირებული.

დღევანდელი სიტუაციიდან გამოდინარე, მე მივმართე ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელ ორგანოებს და ვთხოვე, რომ ხვალ, 21 ივნისს 18 საათზე , შევიკრიბოთ ვ.ბოჭორიშვილის 37 – ში და ვიმსჯელოთ შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან გამოსვლის გზებზე.

ძალიან კარგად ვიცი, რომ ამ შეხვედრას არც ერთი ტელევიზია არ გააშუქებს. რადგან ტელევიზიები ქვეყანაში ან ოცნებისაა ან ნაცმოძრაობის და მათი ნაგლეჯების, მათ არ სურთ, გარდა თავისიანებისა, სხვების აზრის მოსმენა.

აქვე ვაქვეყნებთ ორი წლის წინანდელ ჩვენს წერილს. შეფასება ხალხმა გააკეთოს. ჩემში პირადად ეჭვს არ იწვევს, რომ არც ოცნების, არც ნაციონალების, არც მათი შენაკადების საქართველოს მომავალი არ აქვს, მომავალი არ აქვს იმ ქვეყანას,რომლის ხელისუფლება გარედან იმართება.

კიდევ უფრო ვმტკიცდები იმ აზრში, რომ მეცნიერთა მიერ შექმნილი კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და 8 თებერვალს, დავითობას, გელათის აკადემიის ისტორიულ კედლებში მიღებული პროგრამული დოკუმენტი „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“, არის ის, რაზე დაყრდნობითაც უნდა ვიმოქმედოთ მომავალში. მეცნიერებს მომავლის საქართველოს საყრდენად პიროვნებათა ხელისუფლება მიაჩნიათ, მაშინ როცა პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა, თუ ყველა არა, ებრძვის მაჟორიტარულ არჩევნებს და ამ მიტინგებზეც კი, გაისმის შეძახილები, დავიშლებით, თუ მივიღებთ პირობას მხოლოდ პროპორციული არჩევნების ჩატარების  შესახებ.

დაბოლოს, კიდევ ერთი, მე შემიძლია გავუგო ყველა ადამიანს, მათ შორის პოლიტიკოსს, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ჩემთვის, როცა ის აკეთებს განცხადებებს  რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. მაგრამ ჩემთვის გაუგებარია სოროსული და მასონური პოლიტიკური ძალების ასეთი აღზევება ქვეყანაში. პირველმა ტერიტორიები დაგვაკარგვინა, მეორე –  ადამიანების სულებს გვართმევს. პრაქტიკულად ჩვენ პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქაში ვცხოვრობთ, იმ პოლიტიკოსების ეპოქაში, რომელთათვისაც პრინციპები კი არაა მთავარი, არამედ სკამი, ფული და ძალაუფლება. და როგორც ორი წლის წინ განცხადებაში დავწერეთ,ღმერთმა ქნასვცდებოდეთ, მაგრამ შთაბეჭდილება გვრჩება, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოშიხალხისა დაქვეყნისადმი  ხელისუფლებისპასუხისმგებლობა მოკვდა, თანამდებობის  მოპოვების მთავარ კრიტერიუმადმლიქვნელობა იქცა, სოციალური დემაგოგია ყოველგვარ დასაშვებ საზღვრებს გადაცდა,წახალისებულია მოღალატეობა – პარტიიდან პარტიაშიმომთაბარეობა… იყიდებიან პარტიებიპოლიტიკოსებიშეიძლება არჩევნებში (და არამარტოგამარჯვების ყიდვა და სხვისი დამარცხებისყიდვაცპრაქტიკულად პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქაშივცხოვრობთ.

მომავალი არ აქვს ქვეყანასსადაც მმართველ პოლიტიკურ ძალასა და ხელისუფლებაში ასეთი თვთკმაყოფილებაასადაც ასეა გაბოროტებული ოპოზიციასადაც   ხალხს  ლამაზი ტყუილი ურჩევნია მწარე სიმართლესსადაც ათას მიზეზთა გამოდუმს ინტელიგენციასადაც ხელისუფლების და საერთოდ პოლიტიკური ძალების მიერიგნორირებულია  მეცნიერებასადაც მეცნიერები არ გრძნობენ პასუხისმგებლობასიყვნენ ხელისუფლების მთავარი  ოპონენტები.

დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ დამარწმუნა ამ სიტყვების სისწორეში. დრომ და დღეს განვითარებულმა დრამატულმა პროცესებმა  დაგვანახვა, რომ პრაქტიკულად აღარ არსებობს განსხვავება „მოქკავშირ-აღორძინებასა“  და „ოცნება – ნაცმოძრაობას“ შორის . ყველა ხელისუფლება პოლიციურ რეჟიმს ეყრდნობოდა და არა ავტორიტეტს პირადად ვნახე, რა მოხდა 26 მაისს და ვხედავ რა ხდება დღეს.  ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ხმამაღლა ვამბობ, დღეს ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება დასრულდა ისევე, როგორც 2011 წლის 26 მაისს -მიხეილ  სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა!

სწორედ ამიტომ გვჭირდება სერიოზული დაფიქრება, როგორ უნდა ვიმექმოდოთ მომავალში. ყველაფერი ამის გამო, ჩვენს ხვალინდელ შეხვედრას პრინციპულ მნიშვნელობას ვანიჭებ.

დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობას მიიღებს.

 

Related Articles

Back to top button
Close