საზოგადოება

,,არც ერთი სპორტსმენი პოლიტიკაში! ზონდერ სპორტსმენები შეჯიბრებებიდან მოხსნან”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ მეგობრებო, საქართველოში ჩამოყალიბდა დე—ფაქტო სპორტული მხედრიონი. მოძალადე, საკუთარი კუნთების ოლიგარქზე გამყიდველ–გამქირავებელი სპორტსმენები, ზნეობისგან, რაინდობისგან, იდეების თუ პატრიოტიზმისგან დაცლილი მანიაკები. დღევანდელი სამბისტთა თავდასხმა საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე გენერალური რეპეტიციაა იმის, რასაც გეგმავენ არჩევნებზე. საჯარო, ცნობად ლიდერებს რას უკეთებენ და წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩაყრიან ოპოზიციის აქტივს უბნებზე, საარჩევნო ყუთებთან თუ ნებისმიერ ურთიერთობაში. ქვეყანაში უნდა მოხდეს სპორტის დეპოლიტიზაცია. არც ერთი სპორტსმენი პოლიტიკაში. მე დავსვავ პოლიტიკური პარტიების საკონსულტაციო ფორმატზე საკითხს, მოძალადე–ზონდერ სპორტსმენების შიდა და საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოხსნის,აგრეთვე ამ ზონდერთა ფედერაციების წევრობის შეჩერებაზე მსოფლიო ფედერაციებში.ის რომ საბიუჯეტო დაფინანსებას ხალხზე ძალადობისათვის არ უნდა იღებდნენ თქვენივე ჯიბიდან ვფიქრობ ასევე უაპელაციო საკითხია. მარტო კალაძე–კობიაშვილს 300 მილიონი მიაქვს ვითომდა ფეხბურთის განვითარებაზე და როგორ განავითარეს,, ვფიქრობ ხედავთ. ეს მილიონები,რომ წასულიყი მასობრივი სპორტის განვითარებაზე, რამდენი ვარსკვლავი იქნებოდა აღმოჩენილ–გზაზე დაყენებული, ვინ იცის. კომუნისტების დროს ამ გაბერწებულ ჩემპიონთა სამუშაო ადგილი იყო რესტორნის დირექტობა ან ობეხეესში რიგითი ინსპექტორობა.ზედა ეშელონებს არ აკარებდნენ, რაც სავსებით სწორი გახლდათ. ახლა ლამის მთელი პარლამენტი, მთავრობა მათითაა დაკომპლექტებული. იქამდე მიიყვანენ საქმეს, რომ მათი მოპოვებული გამარჯვებები, შეიძლება აღარც გაგვიხარდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close