საზოგადოება

გუგული მაღრაძე: ახლა აუზზე დავდივარ და სულ ვებრძვი ჩემს თავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა, რომ სიამოვნებით ჩაერთვებოდა საკანონმდებლო რეგულაციებში, რომლებიც მოსახლეობაში ჭარბწონიანობის დონეს შეამცირებდა. მან ასევე თქვა, რომ ჭარბწონიანობის შესამცირებლად ტკბილ ნაწარმზე ფასები უნდა გადაიხედოს, რათა მათი შეძენა ადვილი აღარ იყოს.

პარლამენტის წევრმა ,,ნიუ პოსტს” განუცხადა:

– ყველა საკუთარი თავიდან ამოდის. ვხედავთ, მთელ მსოფლიოში დიეტების როგორი ბუმია, ამით ადამიანები ებრძვიან საკუთარ თავს და საკუთარ ფსიქიკას.

მე ძალიან სწრაფად ვჭამ, იცით რატომ? პატარაობაში, როგორც კი კითხვა ვისწავლე, სულ წიგნი მედო გვერდით და ისე ვწამდი. დედაჩემი მართმევდა ჭამის დროს წიგნის კიტხვა არ შეიძლებაო და მე ძალიან ჩქარა ვჭამდი. რომ მივბრუნებულიყავი იმ საინტერესო წიგნთან. ასე მივეჩვიე სწრაფად ჭამას და მერე ვეღარ გადავეჩვიე.

ვაღიარებ, რომ მეც მაწუხებს ზედმეტი წონა. ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, რას შეცვლიდით ცხოვრებაშიო და ვუპასუხე, არაფერს, ნეტა სწორი ცხოვრების წესს მივეჩვეოდე-მეთქი. ახლა აუზზე დავდივარ და სულ ვებრძვი ჩემს თავს – მეზარება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close