შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ რასმუსენის განცხადებასთან დაკავშირებით, ნატოში შესვლის თაობაზე, მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ამ ეტაპზე, ევროპაში მომქმედი პრორუსული ლობი, საქართველოს არცერთ შემთხვევაში არ მიიღებს ნატოში აფხაზეთ-ცხინვალიანად, თუ მის გარეშე. ამასობაში, მოსკოვი გააგრძელებს საქართველოს დაშლას, თუ არა გადაგვეფარა ამერიკის სამხედრო ქოლგა და ჩვენს ქვეყანაში არ გაიხსნა ამერიკის სამხედრო ბაზა, თუ სოხუმი არ გამოვაცხადეთ საქართველოს დედაქალად და ცხინვალი-საპარლამენტო ქალაქად და ამას გავაკეთებთ დაუყონებლივ, როგორც კი შეიცვლება ივანიშვილის პროპუტინისტური, სატელიტი, მარიონეტი, ხალხის მტერი რეჟიმი, რამდენიმე თვეში. ნატოს ექსგენერალურმა მდივანმა განაცახადა ის, რაც ევროპულ ელიტაში ბევრს უტრიალებს გულში, მაგრამ არ ამბობენ, ამიტომ მადლობაც უნდა ვუთხრათ მას გულახდილობისთვის, თუმცა ვეკითხები ამ ბატონს, თუ ასე იოლია, თუნდაც დროებით ტერიტორიების დაცვაზე უარის თქმა, მაშინ რატომ არ მიჰყიდა დანიის მთავრობამ ამერიკას გრენლანდია, რომელიც ძალიან სარფიან გარიგებას სთავაზობდა?! მით უმეტეს, რომ გრენლანდია მართლა არ არის დანიის, ესკიმოსების არეალია და ჩვენ როგორ უნდა განვაცხადოთ, თუნდაც დროებით, უარი იმ ტერიტორიებზე, სადაც საქართველოს გულია დავანებული_ აფხაზეთსა და შიდა ქართლზე, სადაც დიდი საქართველო ფეთქავდა, ფეთქავს და იფეთქებს.

როგორ ჰგონიათ ამ იდეების მომხრეებს, როგორ გაიგებს ნატო სად უნდა დაგვიცვას და სად არა? მეხუთე მუხლი რა სივრცეზე უნდა გავრცელდეს და რა სივრცეზე- არა? როგორ და, ამისთვის საჭიროა ბორდელიზაცია, რასაც რუსები აკეთებენ, ანუ საზღვრის გავლება, მავთულ-ხლართების გაჭიმვა და ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ თვითონ მოგვიწევს ამის გაკეთება. ფაქტიურად თავად უნდა დავაფიქსიროთ საზღვარი რამდენიმე ქვეყნის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულ ქართული ტერიტორიაზე და ეს იქნება მაპროვოცირებელი, იმისათვის, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საერთაშორისო აღიარება უკვე აღმავალი ტემპებით წავიდეს. და უკან რომ მოვიხედავთ დავინახავთ, რომ 70 აფრიკულ-აზიურ-ისლამისტური სახელმწიფო შეიტანს აღიარების სიგელებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. უადგილოა და ძალიან საშიშია გაყოფილ გერმანიასთან დაგლეჯილი საქართველოს შედარება. გერმანია გაიყო ოკუპაციის შედეგად და ეს იყო ერთი ერი_ გერმენელი ერი და არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ისინი აუცილებლად შეერთდებოდნენ, როგორც ერთი ეთნოსი, მაგარამ ჩვენ მოსკოვმა გაგვითამაშა ეთნიკური დაპირისპირების პროვოცირება აფსუებთან და ოსებთან, შესაბამისად გერმანიის პრეცედენტი, რომელიც ერთიანი ერი იყო და შემდეგ გაერთიანდნენ, იმის მიუხედავა, რომ დასავლეთი იყო ნატოს წევრი, ხოლო აღმოსავლეთი _ ვარშავის ხელშეკრულების, აბსოლიტურად მიუღებელი და მავნეა, ისე, როგორც კორეა დაყოფილია არა ეთნიკური ნიშნით, არამედ პოლიტიკური დაპირისპირების შედეგად, მაგრამ ორივე მხარეს კორეელები არიან და ისინი აუცილებლად შეერთდებიან. ამიტომ, სანამ ჩვენი ფუყე, ზედაპირული განათლების მქონე პოლიტიკოსები, ექსპერტები და ანალიტიკოსები_ ძირითადად უცხოეთის გრანტებზე გაყიდულნი, ალაპარაკდებიან და ამას მოიწონებენ, მანამდე კარგად უნდა ჩახედონ საერთაშორისო პრეცედენტებს და ჩვენს ისტორიას.

დასკვნა ერთია: სამწუხაროდ, დღევანდელ ეტაპზე საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, აფხაზეთის და ცხინვალის ჩათვლითაც კი (რომც დავიბრუნოთ), არცერთ შემთხვევაში ხმას არ მისცემს ევროპის ისეთი პრორუსული ქვეყნები, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, თავი რომ დავანებოთ იტალიას და ზოგიერთ სხვა ქვეყანას. 50 მილიონიანი უკრაინა 30 წელია იხვეწება ნატოში მიღებას, არც ყირიმის პრობლემა იყო, არც დონეცკი და ლუგარსკი იყო დღის წესრიგში, მაგრამ არ მიიღეს. შესაბამისად, ჩვენი გადარჩენის გზა უზარმაზარა სამხედრო ქოლგაზეა იმ ქვეყნის სახით, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, მსოფლიოს ლიდერი ქვეყანა, რომლის სამხედრო ბიუჯეტი 700 მილიარდამდეა. ეს იქნება პასუხი მოსკოვისთვის, რომელიც იყენებს თავისი სიდიდეს, ატომურ იარაღს, სამხედრო ძლიერებას, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრობას იმისთვის, რომ ჩაყლაპოს, რუკიდან წაშალოს საქართველო. თავად რუსეთის პრეზიდენტია ამ პროცესების სათავეში და ის ჰყვება ჩვენს დამახინჯებულ ისტორიას, რომ თურმე საქართველო და ქართველი ერი არ არსებობდა, იყო თბილისის და ქუთაისის გუბერნიები, დანარჩენი კუთხეები დავიპყარით და ოკუპანტები ვართ და ახლა გენოციდის დადგენილებას გვიმზადებს სახელმწიფო სათათბირო, რათა უფრო გააძლიეროს საქართველოს დაშლის პროცესი. ვინ უნდა დავუპირისპიროთ ასეთ გველეშაპს? რა თქმა უნდა, მასზე ძლიერი სახელმწიფო, ატომური ქვეყანა, გაეროს უშიშოროების საბჭოს მუდმივი წევრი, დემოკრატიის ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატები.

 

კომენტარები
Загрузка...