საზოგადოება

,,ცუდია, რომ ივანიშვილი გაურბის საზოგადოების, ერის წინაშე აღებულ ვალდებულებებს”

,,მმართველი პოლიტიკური პარტია, ხუხულასავით დაიშლება"

ნაჩქარევ დასკვნებს ყოველთვის იმედგაცრუება მოჰყვება ხოლმე.
ამ შემთხვევაში ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გამო ზოგიერთების ზერელე შეფასებებს ვგულისხმობ.
ჩემის აზრით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას მოჰყვება როგორც დადებითი , ასევე, უარყოფითი შედეგი.
დადებითია ის, რომ ამიერიდან შეწყდება საზოგადოების ხმამაღალი საყვედურები მისი მხრიდან ფორმალურ მმართველობაზე, ანუ, ყველაფრის ივანიშვილზე გადაბრალება!
რაც შეეხება უარყოფითს, ცუდია , რომ ამ კრიტიკულ სიტუაციაში საკუთარ გუნდს ტოვებს და პასუხისმგებლობას(სახელმწიფოს(ერის) წინაშე აღებულ ვალდებულებებს)გაურბის!
განსაკუთრებულ;ი პროგნოზისტობა არ სჭირდება იმის გამოცნობას, რომ , დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, „ქართული ოცნება“, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტია, ხუხულასავით დაიშლება, რადგან, იგი მყიფე პოლიტიკური წარმონაქმნია, რომელიც ერთ კაცზეა მიბმული და არანაირი იდეოლოგიური მრწამსი არ აერთიანებს!
თუმცა, არსებობს ერთი გამოსავალი და ეს პარტიის ახალ თავმჯდომარეს უკავშირდება:
თუ ივანიშვილმა ფსონი გახარიაზე დადო, როგორც პარტიის მომავალ თავმჯდომარეზე, შეიძლება პოლიტიკური რყევები ავიცილოთ თავიდან.სხვანაირად, შიდაპარტიული დაპირისპირებები -თვით ღალატისა და სხვა პარტიებში გადაბარგების ჩათვლით, გამორიცხული არ არის!
დიახ, ყველაზე სწორი არჩევანი დღეს ივანიშვილისთვის გახარიაა!!!
ვნახოთ…
ზაურ ბაჭყებია, პუბლიცისტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close