გლობალურ წესრიგს სერიოზული საფრთხე ემუქრება
გია ხუხაშვილი, ექსპერტი:
_ თავი რომ დავანებოთ ჩვენს პოლიტიკურ გემოვნებას და მხოლოდ ფაქტების საფუძველზე დავაყენოთ ბოლო დღეების ბალანსი, ჩემის აზრით, ის ასე გამოიყურება:
– უახლეს ისტორიაში პირველად განხორციელდა ღია თავდასხმა აშშ-ს სამხედრო ბაზაზე, რასაც საპასუხო დარტყმა არ მოყოლია. ეს ძალიან სახიფათო ფონს უქმნის არსებულ გლობალურ წესრიგს.
– აშშ-ს მხრიდან ფსონების მაქსიმალურად გაზრდის შედეგად პოლიტიკური დივიდენტის მიღების ტაქტიკა აღარ მუშაობს.
– აშშ-ს სანქციების პოლიტიკის შესაძლებლობები შეზღუდულია. ამით მიიღწევა მხოლოდ მოკლევადიანი, ტაქტიკური შედეგები.
– ბუნდოვანია აშშ-ს სტრატეგიული ამოცანები ამ რეგიონში. მაშინ, როდესაც ირანს, ასევე რუსეთს და თურქეთს აქვთ აბსოლუტურად გასაგები სტრატეგიული მიზნები, რასაც მეთოდურად ახორციელებენ.
შესაბამისად, პოლიტიკური და სამხედრო სტრატეგიის საფუძვლიანი ცვლილების გარეშე, არსებულ გლობალურ წესრიგს სერიოზული საფრთხე ემუქრება.