საინტერესო

გიორგი ხაბურზანია: „არ ვიცი „ნიჭიერი“ სად დაიწყება

„იქს ფაქტორის“ დამთავრებისთანავე საშუალება მოგვეცა პროექტის პროდიუსერს, გიორგი ხაბურზანიას გავსაუბრებოდით.

– მწყდება გული იმაზე, რომ გრიგოლმა ვერ მოიგო, მაგრამ ღირსეული იყო სამივე ფინალისტი. გრიგოლი აღმოჩენაა, უნიჭიერესია, ყველაფერი წინ აქვს. მაგრამ სანდროს მხარდაჭერით შეძლო პროექტის მოგება. ესაა შოუ, იმარჯვებს ის, ვისაც მეტი მხარდამჭერი ჰყავს.

– რადგან უკვე დამთვრდა შოუ, გკითხავთ, ვინ იყო თქვენი ფავორიტი?

–  გრიგოლი, უდაოდ და თამარი. სკამების ეპიზოდინავე…

– ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს გრიგოლისთვის ასაკიდან გამომდინარე გარკვეულწილად ტრავმა იქნება?

– არა, რატომ? ფინალში მოხვდა, გაიცნო ქვეყანამ და დარწმუნდა რომ მისი ნიჭი სიმღერაშია.

– ვისარგებლებ შემთხვევით და გკითხავთ, სად, რომელ არხზე დაიწყება „ნიჭიერი“…

– არ ვიცი. ახლა ამ თემაზე ვერაფერს გეტყვით.

– „რუსთვი 2“ – დან მიდიხართ?

– ჯერ ამ თემაზე არ მინდა ლაპარაკი. შემდეგ კვირას გავაკეთებ კომენტარს

პრაიმტაიმი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close