საზოგადოება

,,გიორგი სანაიას შემდეგ, მსხვერპლი ვანო ჯავახიშვილი იქნება”

,,მეგობრებო, დიდი ყურადღება გვმართებს. შესაძლებელია, საქართველოს ამჟამინდელი და ბოლო 25 წლის მტერი საქართველოსი, სახელად სოროსი გადავიდეს რადიკალურ ზომებზე. მისი ძალები საგრძნობლად შესუსტდა მთელ მსოფლიოში და ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება მოიმოქმედოს? სისხლის ღვრა ახასიათებთ. უახლოესი წარსული გაიხსენეთ, გიორგი სანაია… ვინ შეიძლება, იყოს მომავალი მსხვერპლი სანაიასავით? ყველამ თქვენი კომენტარი გააკეთეთ. მე ვფიქრობ, რომ ვანო იქნება, ჯავახიშვილი. ასე თუ ისე, ნიჭიერი მასხარაა, ახალგაზრდობას შეაყვარა თავი და პიარსაც გვარამია პროკურორის ტელევიზია სერიოზულს ააგორებს.

  სუს-ს, შსს-ს, პროკურატურასა და სასამართლოს დაბლოკავენ ისევე, როგორც ჟვანიას შემთხვევაში, შარაძისა და უამრავი გაუხსნელი მკვლელობის ფაქტები გვახსოვს სააკაშვილის პერიოდიდან. წარმოიდგინეთ, ჟურნალისტების 90% რამხელა დაფინანსებას მიიღებს და როგორ გააპრავებს ყოველივეს და როგორ აღმოჩნდება უდანაშაულო ადამიანი ციხეში. და საქართველო ისევ მათ საჯირითო ველად იქცევა. ამიტომ ვაფრთხილებ სპეცსამსახურებს და კერძოდ, იმ სავარაუდო მკვლელს, რომელიც მიჩენილია რუსთავი ორის თვალყურისთვის: როცა ბრძანებას მიიღებ, ეს ბრძანება იქნება უკანონო და არ შეასრულო. უბრალოდ, გამოდი და ამხილე ვინც შეგიკვეთა. პირობას გაძლევ, რომ ყველა პატრიოტი გვერდში დაგიდგებით და დაგიცავთ. ყველამ იმ ადგილზე ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაში, სადაც ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. დიდება ღმერთს” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პარლამენტის წევრი – ემზარ კვიციანი. 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close