საზოგადოება

გიორგი თევზაძე: ცხინვალის რეგიონში ფაშისტურმა პროპაგანდამ შედეგი გამოიღო

 უფლებადამცველი გიორგი თევზაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე განცხადებას აქვეყნებს,  რომელშიც აღნიშნულია: 
   ,,რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, არაადამიანური მოპყრობისა და წამების შედეგად მოკლული იქნა საქართველოს გმირი, არჩილ ტატუნაშვილი, ხოლო ორი ქართველი ტყვეობაში ჰყავთ. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის” ხელისუფლება” ცხედარსაც არ აძლევს მის ოჯახს. ამით არძელებს გარდაცვილილის წამებას, რაც, ქრისტიანებს არ ეკადრება. თუმცა შესაძლებელია, ცხინვალში დამკვიდრებულმა ფაშისტურმა პროპაგანდამ ქართველების მიმართ და რუსეთის მარიონეტული “ხელისუფლების” მიდგომებმა რელიგიური მრწამსიც დაავიწყა ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრებ ოს მოსახლეობას.
   როგორც ჩანს, ცხინვალის რეგიონში ფაშისტურმა პროპაგანდამ შედეგი გამოიღო მოზარდ ახალგაზრდობაში, რომლებმაც დამრიგებლების წაქეზებით, აქციაც კი მოაწყეს, რომ არჩილ ტატუნაშვილი ოჯახს არ გადასცემოდა წამებით მოკლულის ცხედარი, ეს კი მათ ზნეობრივ შეგნებაზე მიუთითებს. ამასთანავე, გაკვირებას იწვევს საქართველოში მცხოვრები, ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეების ასეთი დუმილი. მათ ერთხელაც კი არ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, არჩილ ტატუნაშვილის მიმართ განხორციელებული ვანდალური ფაქტის ირგვლივ. შეფასებები საზოგადოებისათვის მიმინდვია”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close