გიორგი თევზაძე: საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მუმლი ვერაფერს დააკლებს
უფლებადამცველი გიორგი თევზაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:
_ თუ ასე გაგრძელდა და არ გამოვფხიზლდით, არ დავიცავით ჩვენი ეროვნული ღირებულებები, იდენტობა, ენა, მამული, სარწმუნოება, კულტურული მემკვიდრეობა და არ გავუფრთხილდით ერთმანეთს, თუ არ ვიზრუნებთ სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრებისათვის, უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. უპირველესად ჩვენშივე უნდა გავაცნობიეროთ პატრიოტული გრძნონები , ქვეყნის სიყვარული, უნდა დავიწყოთ მომავალზე ზრუნვა, მომავალი თაობის სწორი პატრიოტული აღზრდა, უნდა მივცეთ მომავალ თაობებს სწორი განათლება, ვასწავლოთ მათ ოჯახის სიწმინდის დაცვა და სამშობლოსადმი თავდადება. ამის არაერთი შესანიშნავი მაგალითი გვქონია საქართველოს ისტორიაში. შეგვიძლია გავიხსენოთ შინდისის გმირების თავდადება 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ – საქართველოს ომის დროს, როცა რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და განახორციელა სამხედრო ინტერვენცია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია იმ ეროვნული ღირებულებებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-გაფრთხილება, რომელიც მომავალი თაობებისათვის ღირებულს წარმოადგენს. არადა, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენს აზროვნებაზე, თვითშეგნებასა და გულზე გადის…
როდესაც ჩვენი ეროვნული ღირებულებებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მსჯელობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ თვალსაზრისით საკმაოდ საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს. როგორც წინა ხელისუფლებამ, ასევე ახალმა ხელისუფლებამ ამ კუთხით შეიძლება ითქვას არასახარბიელო პოზიცია და ხედვა გამოავლინა. მაგალითად, წინა ხელისუფლებამ (მიშა სააკაშვილის მართველობის პირობებში ) არ გაითვალისწინა სპეციალისტების პოზიცია და ბაგრატის ტაძარი თავისი არქიტექტორული ხედვით და პროექტით გადააკეთა, რამაც საქართველოს დიდი ზიანი მიაყენა – გამოიწვია ბაგრატის ტაძრის იუნესკოს ნუსხიდან ამოღება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2012 წლის მერე, ახალი ხელისუფლების პირობებში, კულტურული მემკვიდრეობის საგანძური – საყდრისი ხელისუფლების მიერ ლოიალური დამოკიდებულებით და მხარდაჭერით იქ მომუშავე კერძო-კომპანიამ ააფეთქა. ამით, ქართველ ხალხს და მომავალ თაობას დაუკარგეს ეს საგანძური, რომ აღარაფერი ვთქვათ იქ არსებული ოქროს და სხვა ძვირადღირებულ მადნეულის საბადოზე, რომელზეც უცხოელი მეცნიერები მიუთითებდნენ თავის კვლევებში. უნდა გავიხსენოთ ხელისუფლების წარმომადგენელთა „ღვაწლი” საყდრისთან მიმართებაში, კერძოდ, 2013 წლის 5 ივლისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით №3/108 ობიექტს გაუუქმდა ძეგლის სტატუსი. 2013 წლის 10 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით №563 ობიექტს გაუუქმდა ეროვნული კატეგორია, 2013 წლის 7 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის განკარგულებით №1436 ობიექტს გაუუქმდა არქეოლოგიური ზონა. დღეს კი კერძო კომპანიის ხელშია… ადვილი შესაძლებელია, ასეთივე ბედი გაიზიაროს სხვა ისტორიულმა ძეგლმაც თუ ხელისუფლება ასევე არაადექვატურად და ზერელე დამოკიდებულებას გამოიჩენს სხვა ისტორიული ძეგლის მიმართაც რომელიმე კერძო კომპანიის დაინტერესების შემთხვევაში… ეს რომ ოთხმოციან წლეებში მომხდარიყო, მთელი ქართველი სტუდენტი-ახალგაზრდობის მხრიდან მრავალათასიანი საპროტესტო ტალღას იხილავდა ხელისუფლება, როგორც ეს დავით გარეჯის გადასარჩენად მოხდა და რომლის ერთ-ერთი მონაწილეც მეც ვიყავი. როგორც ჩანს, წლეებთან ერთად იცვლება ახალგაზრდობის ნაწილში განწყობა და პრიორიტეტები. რადგანაც საყდრისის დასაცავად ათეულობით ახალგაზრდამ დააფიქსირა თავისი პროტესტი დარგის სპეციალისტებთან და საზოგადოების ნაწილთან ერთად, ხოლო, როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს მარიხუანას დეკრიმინალიზაციისათვის ასობით ახალგაზრდა გამოვიდა ქუჩაში…
ამასთანავე, მოსახლეობისა და ხელისუფლების მხრიდან სათუთ დამოკიდებულებას მოითხოვს ქართული მიწა, თითეული ჩვენთაგანის ვალდებულებაა, ჩვენი წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე, რომ გავუფრთხილდეთ თითეულ ქართული მიწის მტკაველს და ვიზრუნოთ მისი დაცვისათვის. გასათვალისწინებელია და მნიშვნელოვანია ქვეყანაში აგრალური სექტორის განვითარება და ამ მიმართულებით სახელმწიფო პროექტების განხორციელება, რაც მიზნად უნდა ისახავდეს თითეული სოფლის აღორძინებას, რომელიც ქვეყნის განვითარებისა და სიძლიერის წინაპირობას წარმოადგენს. დღეს საქართველო მსჯელობს ახალ კონსტიტუციის მიღებაზე, თუმცა უკვე აღარავის უკვირს, რომ რამდენი პოლიტიკური გუნდიც მოვიდა ხელისუფლებაში იმდენჯერ ქვეყანის საკანონმდებლო ორგანომ ახალი კონსტიტუციის პროექტი მიიღო. აბა ამაში კი არ მივბაძავთ ამერიკელებს, რომელთაც, ორასი წლის წინ მიღებულ კონსტიტუციაში მხოლოდ რამდენიმე შესწორება შეიტანეს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკაში თავის დროზე მომავალზე გათვლილი და გააზრებული კონსტიტუცია შეიმუშავეს, ჩვენთან კი ყველა ხელისუფლება საკუთარ თავზე ცდილობს მოირგოს კონსტიტუცია და ამიტომაც აღარაფერის გვიკვირს,…
დღეს ისევ მიმდინარეობს მსჯელობა როგორც პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით, ასე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩემის აზრით, ქვეყნის პრეზიდენტს უნდა ირჩევდეს არა პარლამენტი, არამედ მოსახლეობა და მას, ქვეყანაში შესაბამისი გადაწყვეტილების ბერკეტები უნდა გააჩნდეს. მათ შორის უნდა იყოს შექმნილი უშიშროების საბჭო, პრეზიდენტს მარტო ხელის მოწერის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ამასთანავე, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ უნდა ჩაიწეროს თუ არა საქართველოს კონსტიტუციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწის გასხვისების აკრძალვა. პირდაპირ უნდა აღინიშნოს, რომ არავითარი სამსჯელო ეს თემა არ არის. თუ გვინდა, რომ საქართველოს სახელმწიფო არსებობდეს არა მარტო სახელწოდებით არამედ ტერიტორიულადაც და საქართველოს მოქალაქე საკუთარ სამშობლოში არ გადაიქცეს მესაკუთრიდან მოსამსახურე ერად, რაც შეეხება ქართული მიწის გასხვისება უცხოელებზე უნდა აიკრძალოს რადგანაც გასათვალისწინებელია ჩვენი მცირე მიწიანობა და მოსახლეობის ეკონომიური სიდუხჭირე რაც დღეს ქვეყანაშია, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია რომ უნდა გამკაცრდეს უცხო პირებზე მოქალაქეობის მინიჭების პროცედურაც და მითუმეტეს იმისა რომ თუ უცხოელი მოქალაქე ქორწინებაში შევა საქართველოს მოქალაქესთან მას უნდა ქონდეს მიწის სარგებლობის უფლება და არა საკუთრების უფლება ქორწინებიდან მინიმუმ 10 წელი მაინც. არავინ ეწინააღმდეგება უცხოეთიდან სოლიდურ ინვენსტიციებს შემოსვლას ქვეყანაში, რაც დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიური და ბიზნესგარემოს განვითარებაზე. ვიმედოვნებდით, რომ ინვესტიციები და საწარმოების შექმნა ხელს შეუწყობდა ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის სამუშაო ადგილების შექმნას, რაც უმეტეს შემთხვევაში ასე არ მოხდა… (მხედველობაში მაქვს ადგილზე საწარმოების შექმნა, და არა ღამის კლუბ-ბარები და რესტორნები,რაც თითქმის ყველა ფეხის ნაბიჯზეა დაფუძნებული უცხოელი მოქალაქეების მიერ რაც საკმაოდ მომრავლდა თბილისში და სხვა ქალაქებშიც და რომლის კონტროლი ღამის საათებში საერთოდ არ მიმდინარეობს შესაბამისი სახელისუფლო სტრუქტურების მხრიდან ) უდავოა, რომ ქვეყნის ეკონომიკური და მოსახლეობის სოციალურ პირობების გაუმჯობესებაზე რეალურად ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს და ზრუნავდეს. სწორედაც ამ მიმართულებით უნდა გადადგას კონკრეტულ ნაბიჯები არა მოსახლეობაზე ვაუჩერების დარიგებით არამედ თითეულ რაიონში, ქალაქში, საწარმოების შექმნითა და ამუშავებით, რაც გააჩენს სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს თითეული ოჯახის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და აღარავინ იფიქრებს საქართველოს ფარგლებს გარეთ სამუშაო ადგილების მოძებნაზე, სადაც მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქეა წასული და იქიდან ინახავენ ოჯახებს.
საქართველოში ხელისუფლების მხრიდან საწარმოების და სამუშაო ადგილები შექმნაზე მარტო სურვილი კი არა პოლიტიკური ელიტის, პოლიტიკური გამოკვეთილი ნებაც სჭირდება, რომელსაც ვერ ვხედავთ. სამწუხაროდ, მოსახლეობის აბსულუტური უმრავლესობა ქვეყანაში მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო დამოკიდებული გახდნენ ბანკებზე, საიდანაც აღებული აქვთ სხვადასხვა დანიშნულების სესხები, რომლის წლიური სასეხო პროცენტი საკმაოდ მაღალია . შეიძლება თამამად ითქვას, რომ მსოფლიოში საქართველო ბანკები გამოირჩევა როგორ საკმაოდ მაღალპროცენტიანი სესხების მატარებელი, რასაც ხელისუფლება ჩვეული სიდინჯით უყურებს, თუმცა ზოგჯერ დგამს გარკვეულ ნაბიჯებს ამ კუთხით, რაც ითვალისწინებს მოსახლეობის ინტერესებს, მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელოა, რომ საერთო ჯამში რეალურ შედეგს ნაკლებათ იძლევა. მოსახლეობა ვისაც ბანკების თუ მიკროსაფინანსოების სასესხო კრედიტები აქვს აღებული, საბოლოვო ჯამში მძიმე მდგომარეობაში რჩებიან და უმეტესობა ღია ცის ქვეშ რჩება უმწეო მდგომარეობაში. როცა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მძიმე ეკონომიურ სიდუხჭირეს განიცდის, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით, მათ შორის ხელისუფლების არასწორი ეკონომიერი პოლიტიკის გატარებით. საქართველოს საგარეო ვალები კი ყოველ წელს კოლოსალურად იზრდება რაც მომავალში მძიმე კაბალურ პირობებში ჩააყენებს საქართვეოს უფრო სწორად ჩვენს მომავალ თაობას. ამოტომაც აღნიშნავენ საზოგადოების ნაწილი პირად საუბრებში, რომ როცა ქვეყანას ბანკირები და მილიონერები მართავენ და საქართველოს პარლამენტში მილიონერები იღებენ კანონებს, როცა სახელმწიფო ადმინისტრაციულ სტრუქტურებში ადგილი აქვს საკადრო პოლიტიკის გატარებისას ნეპოტიზმს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში სახეზეა არაპროფესიონალური დამოკიდებულება მოქალაქის პროლემისადმი, ეს უკვე საზოგადოებაში სამართლიან გულისწყრომას და იმედგაცრუებას იწვევს. შემდეგ ჩვეულებისამებრ, პოლიტიკური ძალების მხრიდან რომელ ჯგუფსაც არ უნდა წარმოადგენდეს იგი მათი წინასაარჩევნო დაპირებებით და კეთილი სურვილებით ძნელია რაიმე შედეგი დადგეს.
აგრეთვე უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისათვის მოქალაქის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს დამოუკიდებელი სასამართლოსა და სამართლიანი მართლსაჯულების განვითარებისათვის , რომელიც საბოლოოდ ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისაგან იქნება თავისუფალი. მოსამართლე უნდა წარმოადგენდეს მიუკერძოებელ არბიტრს, რომლისთვის ამოსავალი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ კანონი და ობიექტურობა. ასევე ქვეყანაში მართლსაჯულების დამოუკიდებლობისა და ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების უზრუნველოფისათვის და ადამიანის უფლებების უზენაესი პრინციპების დამკვიდრებისათვის მნიშვნელოვანია ადვოკატის (დაცვის მხარის) უფლებების გაზრდა საკანონმდებლო დონეზე და ადვოკატის როლის ამაღლება. ქვეყანაში როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისაგან მაღალ შეფასებას არ იმსახურებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეული მუშაობა, რაც ასევე ზოგიერთი მოსამართლეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების ხარვეზიანობაზეც მიუთითებს. მხედველობაში მაქვს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეები, ხოლო სისხლის სამართლის მართლსაჯულების მიმართულებით საკმაოდ გაუმჯობესდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი, რაც დადებით შეფასებას იმსახურებს. ქვეყანაში სამართლიანი მართლსაჯულების მიმართულებით კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და შესაბამისი რეფორმებია გასატარებელი. ხელისუფლების ერთერთ მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს ომის ვეტერანებზე სათანადო ზრუნვა. პირველ რიგში ვეტერანთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაში უნდა გამოიხატებოდეს როგორც ხელისუფლებების მიდგომები. განვლილი პრაქტიკა გვიჩვენებს, ნებისმიერ ხელისუფლებას ვეტერანები ძირითადად წელიწადში ერთხელ ახსენდებათ, ისიც 9 მაისს საპიაროდ. სახელმწიფო შესაბამისი დახმარებებისა და ყურადღების გარეშე ჰყავს დატოვებული ქვეყნის წინაშე ღვაწლმოსილი ვეტერანები, ამიტომაც არის შემთხვევები, როცა ათი შვილის მამა ომის ვეტერანი იძულებული ხდება, მიიღოს უკიდურესი გადაწყვეტილება და შიმშილობა დაიწყოს.
საინტერესოა, ასეთი დამოკიდებულებით ხელისუფლება რა მაგალითს აძლევს ჩვენს მომავალ თაობებს იმ პირობებში, როცა ქვეყნის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ? ხელისუფლებამ საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად უფრო უნდა გააქტიუროს საკუთარი ძალისხმევა დეოკუპაციის პროცესის მიმართულებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან მიმართებაში. დღესდღეობით მიმდინარეობს ოკუპანტი რუსეთის მხრიდან სისტემატიურად საქართველოს მიმართ აგრესია, ცრუ ბრალდებები, მცოცავი ანექსია და ოკუპაცია. ეს იმ დროს, როცა მეოცე საუკუნის დასასრულს ცივილიზირებულმა მსოფლიომ დაითანხმა რუსეთი, უარი ეთქვა გერმანიის გამყოფ კედელზე და გაეერთიანებინა გერმანია/ ოკუპანტმა რუსეთმა ეს ნაცადი ხერხი უკვე ოცდამეერთე საუკუნის სასაწყისში საქართველოში გადმოიტანა. მან მავთულხლართები გააბა ჩვენს მიწაზე და თანდათანანობით აფართოებს საოკუპაციო ზოლს. ამ დროს ასეთ სახელმწიფოს რომელსაც რუსეთი ჰქვია უდიდესი პრეტენზია გააჩნია მსოფლიოში როგორც დიდ და ძლიერ სახელმწიფოზე და როგორი ცინიკურიც არ უნდა ჟღერდეს, ფუნდამენტალურ უფლებებზეც კი საუბრობს საერთაშორისო ტრიბუნიდან. პარალელურად, პატარა, თავისუფალ საქართველოს ებრძვის. როგორც არ უნდა შევხედოთ, რაოდენ დამამცირებელია ასეთი ქმედება ოკუპანტ რუსეთისათვის, თუმცა ოკუპანტი იმიტომაც არის ოკუპანტი, რომ მას პასუხისმგებლობის გრძნობა თავისუფალი სამყაროსა და მეზობლების მიმართ არ გააჩნია.
გარკვეული პოლიტიკური თუ საზოგადოების ჯგუფები ცდილობენ , რომ საქართველომ დაიწყოს დიალოგი რუსეთთან. აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმებიან საზოგადოების სხვა ჯგუფებიც, თუმცა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ესაუბრო ყველას თუნდაც თავად ეშმაკსაც კი, თუ ქვეყნის ინტერესები მოითხოვს ამას, მაგრამ რუსეთან დაილოგი უნდა გაიმართოს როდესაც დაიწყება რეალურად ორი ქვეყნის შორის ურთიერთ ნორმალიზაცია და საოკუპაციო ხაზთან ბორდელიზაცია. ამის შემდეგ, სხვა დონეზე თუნდაც დიალოგის რეჟიმში გადასვლა უფრო გასაგები იქნება. ჩვენ გვაქვს არაერთი მწარე გამოცდილება რუსეთან ურთიერთობის და დიალოგის შემდეგ „შეთანხმების შესრულების“ ნაწილში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთთან ხელშეკრულება ღირს იმდენი, რამდენიც ის ფარატინა ფურცელია, რომელზეც დაიწერება ხელშეკრულების თუ შეთანხმების ტექსტი. თუმცა ოკუპანტი რუსეთი მსოფლიო რუკაზე ტერიტორიული მოცულობით კი დიდია, მაგრამ საქართველო მორალურად მასზე ასჯერ უფრო მაღლა დგას. თავისუფალი სამყაროს ვალია, დაიცვას საქართველო ოკუპანტისაგან არამარტო განცხადებებით და რეზოლუციებით, არამედ საერთაშორისო რეალური ბერკეტებით. აქვე ისმის ბუნებრივი კითხვა, აქვთ კი პოლიტიკური ნება ან ამის რეალური რესურსები ამერიკას და ევროპას და დაუპირისპირდება კი ოკუპანტ რუსეთს თუ რუსეთის მიმართ დამთმობ პოლიტიკას გააგრძელებს? ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, ამერიკა კარგავს მსოფლიოში თავისუფალი ქვეყნის ლიდერის პოზიციას ( თუ არ დაკარგა უკვე… წავიდა ის პერიოდი როცა ამერკას ჰყავდა ისეთი თავისუფლების სამყაროს დამცველი ძლიერი პრეზიდენტი როგორიც იყო როლანდ რეიგანი , როგორც სჩანს გადის დრო და იცვლება მიდგომები და პრიორიტეტებიც..) ფაქტობრივად, საქართველო შეიძლება რეალურად მარტო დარჩეს გარე-გამოწვევებისა და ოკუპანტი რუსეთის წინაშე, რადგანაც როლანდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ როლანდ ტრამპმა ბრიფინგზე ფაქტობრივად განაცხადა, რომ ამერიკისათვის მნიშვნელოვანი აღარ არის რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევა ადამიანის უფლებების მიმართულებით. რითაც ფაქტიურად კანბლაჟი მისცა რუსეთს ადამიანის უფლებების დარღვევებზე, ასევე არაფერი უთქვამს საქართველოს მისამართით რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკისა და მცოცავი ანექსიის კუთხით უკრაინასგან განსხვავებით. ამიტომაც საქართველოს თავადვე უნდა გააჩნდეს და გაატაროს ქართულ სახელმწიფოს ინტერესებიიდან გამომდინარე გაწონასწორებული საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ფაქტორების გათვალისწინებით. საქართველო თავად უნდა ისწრაფოდეს, რომ შექმნას ქვეყნის თავდაცვის უნარიანი სისტემები და ჰყავდეს პროფესიონალი ჯარი. ალბათ ამაში მაინც ამოუდგება მხარში ვინც რეალურად საქართველოს მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებად მიაჩნიათ თავი, თუმცა როგორც ვხედავთ, როგორც ამერიკას ასევე რუსეთს აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები კავკასიაში, ამიტომაც ამ ორი ბუმბერაზი სახელმწიფოს ინტერესებს არ უნდა შეეწიროს თავისუფლების მოყვარე ღვთიშობლის წილხვედრი ქვეყანა საქართველო. საქართველო ღვთიშობლის წილხვედრი ქვეყანაა და თუ ჩვენ ილიას, ექვთიმეს, მერაბის, ზვიადის და უფლის გზით ვივლით ფესვებ გადგმდგარ მუხა საქართველოს მუმლი ვერაფერს დააკლებს და კვლავ გაშლის თავის ძლიერი ტოტებს.