საზოგადოება

გიორგი თევზაძე: გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე გამოტანილი განაჩენი არის მართლმსაჯულების სირცხვილი

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის გამგეობა ავრცელებს საგანგებო განცხადებას და შემაშფოთებელს და მართლსაჯულების სირცხვილს უწოდებს ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე გამოტანილ განაჩენს.
 როგორც საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ, უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ განაცხადა, ,,დღეს, თბილისის საქალქო სასამართლომ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაზე ბრალდებულ ლაშა კვირკვაიას სასჯელის სახედ მხოლოდ 10 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. სასამართლომ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი დამნაშავედ მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებაში სცნო და გაამართლა ძალადობის განხორციელების ნაწილში. საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირი გამოხატავს გაოცებას და შეშფოთებას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლილი მსხილაძის გადაწყვეტილებაზე, რითაც, მან, ფაქტობრივად გაამართლა ადვოკატზე ძალადობა პოლიციის განყოფილებაში და წაახალისა მომავალში, შესაძლო არასახარბიელო პრეცენდენტის გამეორება.
 სამწუხაროდ, მოსამართლემ არ გაიზიარა გიორგი მდინარაძის ჩვენება, რომ ლაშა კვირკვაია პირადად მონაწილეობდა მის ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში, რაც ექსპერტიზით არის გამყარებული. თუმცა მოსამართლემ გაიზიარა სასამართლო პროცესზე პოლიციის თანამშრომელთა მიცემული ჩვენებები.
 ცნობილია, რომ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი, ლაშა კვირკვაია, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, 2015 წლის ნოემბერში დააკავეს. 2015 წლის 29 დეკემბერს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი განაჩენით, ბრალდებულს სასჯელად სწორედ ამ 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა“.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close