პოლიტიკა

გიორგი გუგავამ ბუნებრივ აირზე მომატებულ ტარიფთან დაკავშირებით სასამართლოში პარტიის სარჩელი შეიტანა

დღეს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ ბუნებრივ აირზე მომატებულ ტარიფთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიის სარჩელი შეიტანა. „ივანიშვილ-კალაძის ენერგო-მაფიოზურმა ჯგუფმა მოსახლეობას გაუძვირა გაზი. რაც არის უკანონო, უსამართლო და ანტიკონსტიტუციური დადგენილება, საქართველოში სიღარიბე გაიზარდა და ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს თავის მოქალაქეებზე პირიქით გაზარდეს გაზის ტარიფი, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო კატასტროფულს გახდის. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით გავაუქმოთ ეს უკანონო გადაწყვეტილებას“.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close