პოლიტიკა
გიორგი გახარია პოლიტიკიდან არ მიდის_ რას აპირებს ექსპრემიერი?
,,გამოვრიცხავ, რომ მისმენდნენ..."
ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ პოლიტიკიდან სკანდალურად წასვლის შემდეგ, დღეს, მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა: ,,მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ.
გამოვრიცხავ, რომ მისმენდნენ. ყველა კითხვას, როგორც ყოველთვის წარსულში, პასუხები გაეცემა.
მალე შევხვდებით” _ განაცხადა მედიასთან გიორგი გახარიამ.