,,ძალიან მალე თქვენს დღესასწაულებზე“, „გილოცავთ ახალ სისხლიან წელიწადს… დაელოდეთ და ნახეთ, რა მოხდება“ , „შევხვდებით ერთმანეთს საახალწლო წვეულებაზე“ – ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ახალი წლის ღამეს მორიგი ტერაქტების მოწყობით იმუქრება.მედიაში გავრცელდა ფოტოპოსტერები, რომლებზეც ნიუ-იორკის თაიმს სკვერი და პარიზის ეიფელის კოშკი არის გამოსახული. ამის შესახებ ინფორმაციას დაჯგუფებასთან დაკავშირებული მედიაგამოცემები ავრცელებენ.
ტერორისტული ორგანიზაციის აფრიკულმა ქვედანაყოფმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მომხრეებს მოუწოდებს თავს დაესხან ყველას, ვინც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის. ვიდეომიმართვაში ნათქვამია, რომ საახალწლო დღესასწაულები ავტომობილებისა და იარაღის გამოყენებით ტერაქტების მოწყობისთვის საუკეთესო პერიოდია, ვინაიდან კონკრეტულ ადგილებში დიდი რაოდენობით ხალხი იკრიბება.
“ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ მთელი მსოფლიო არ იცხოვრებს შარიათის წესებით. ჩვენ ვიბატონებთ ვაშინგტონიდან მოსკოვამდე, ევროპიდან ჩინეთამდე და ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს“, – ამბობს ვიდეოში ავტომატით შეიარაღებული ნიღბიანი პირი.
წყარო
Back to top button