,,ადრეც სოფლიდან ბიჭები უფრო მომწონდა, ვიდრე ჩემი ვერა-ვაკიდან _ სულ მინდა, რომ გავქანდე სიღნაღში”
,,აი რას ნიშნავს ასაკი და ფასეულობები..
8 წლის ასაკში პირველად გამოვჩნდი ეკრანზე, გადაცემაში ” შევისწავლოთ რუსული ენა” ქალბატონ ირინა მათიშვილთან ერად, მეორე დღეს მთელი სკოლა, უბანი და ქალაქი მიცნობდა…ასე მეგონა ქვეყანა ჩემია..
4 წელი ეს გადაცემა, მერე “ათიათასად ზრდილობა” და ბევრი თინეიჯერული პროექტი ტელევიზიაში…
25 წლის ასაკში მამუკა არეშიძემ მომცა საშუალება “მოამბის” გუნდის წევრი გავმხდაიყავი!
იყო “ქვიშის საათი” და “ვესტნიკი” ძვურფას მარკთან ერთად, მეორე არხის საინფორმაციი ზაზა დარასელთან…
არასამთავრობოები,
საზოგადოებრივი საქმიანობა, დისერტაციის დაცვა და უცებ 31 წლის ასაკში მინისტრის მოადგილე-კონფლიქტებში,
პირველად ამ რანგში ჰააგაში რომ მოვხვდი, მეგონა მთელი მსოფლიო ჩემია!მერე სტრასბურგები და ბრიუსელები… მერე 9 წლიანი ბრძოლა და სასჯელღსრულების მთ.მრჩეველი და ისევ იგივე წრე…
ახლა კი მინდა დილიდან ბოტასებში გავყო ფეხი, შემოვაფრინდე ჩემს მინი კუპერს და გავქანდე სიღნაღში…
ვისუნთქო ჰაერი,
ბევრი ჰაერი და კიდევ ჰაერი…
არ ვუყურო ტელევიზორს,
არ გავიყარო პერო,
არ გავიცინო როცა არ მეცინება,
არ ვიბღინძო,
არ გამოვიგონო საყვარელი, რომელიც არ მყავს,(სამწუხაროდ) მაგრამ სტატუსით მეკუთვნის…
დავტკბე ჩემი ლამაზი, პაწაწინა, მსხმოიარე სამშობლოთი…
#განაბევრია?
პ.ს.
მე 49 წლის ასაკში მივხვდი….არა, ადრეც სოფლიდან ბიჭები უფრო მომწონდა, ვიდრე ჩემი ვერა-ვაკიდან, მაგრამ …” _ წერს ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ლალიმ სიღნაღის ცენტრში სახლი იყიდა და იქ სასტუმრო ,,არც ჰოტელი” და ,,არტ კაფე” გახსნა. ჟურნალისტი ცხოვრების დიდი ნაწილს სწორედ ამ ახალ საცხოვრისში ატარებს და სოციალურ ქსელშიც ხშირად აქვეყნებს ფოტოებს სიღნაღიდან.
euronews.ge წარმატებებს უსურვებს ბიზნესსაქმიანობაში და პირად ცხოვრებაში.