მსოფლიო
კიმ ჩენ ინი – ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკურ რაკეტებს შეუძლიათ აშშ-ს ტერიტორიის ნებისმიერ წერტილს მიაღწიონ

ოფიციალურმა ფხენიანმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის მეორე წარმატებული გამოცდის შესახებ განცხადება გააკეთა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკურ რაკეტებს შეუძლიათ აშშ-ს ტერიტორიის ნებისმიერ წერტილს მიაღწიონ.
„ჩვენ ნათლად გავაგებინეთ აშშ-ს, რომ აშშ-ს მთელი ტერიტორია ჩვენი რაკეტების წვდომის ფარგლებშია“, – ციტირებს კიმ ჩენ ინის სიტყვებს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.
მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეა არ გააუქმებს თავის ბირთვულ პროგრამას.
გუშინ, ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გაშვება განახორციელა.
ipn.ge