,,ეს მიტინგი დღეს აწყობს რუსეთს _ საბოლოოდ უნდა დავემშვიდობოთ სოხუმსა და ცხინვალს”
რასაც სხვები ხმამაღლა ვერ ამბობენ:
ნამდვილი პოლიტიკოსისთვის სიცოცხლე არ ღირს მიტინგებით მართულ ქვეყანაში-ეს ყალბ და გაკოტრებულ პოლიტიკოსთა გზაა!
▪▪▪▪▪▪▪▪▪▪▪▪▪▪▪
კაცობრიობის გამოცდულება ადასტურებს, რომ მიტინგი, ეს არის
უმცირესობის გადაწყვეტილებათა სისტემა უმრავლესობის სწორი აზრის დასათრგუნად…რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი, მხარს დაუჭერს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას,პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსების გაუქმებას,პარტიების კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ ერთეულებად დაყოფის გაუქმებას, წინააღმდეგი იქნება რუსეთის ასეთი ლანძღვა-გინების,არა იმიტომ, რომ რუსეთს თანაუგრძნობს,არამედ იმიტომ, რომ საქართველო უყვარს,ქვეყნის მომავალზე ფიქრობს და იცის,რუსეთის ასეთი ლანძღვა,საზიანოა სამშობლოსთვის- აწყობს რუსეთის ხელისუფლებას- აძლევს მას ყველა მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელების საბაბს… ეს ვნახეთ უკვე 2008 წლის აგვისტოში…ვნახავთ,თუ ასე გაგრძელდა საბოლოოდ უნდა დავემშვიდობოთ სოხუმსა და ცხინვალს. მეტიც,,2-3 წელიწადში, კიდევ დავკარგოთ ტერიტორიების 20-30 პროცენტი.
ეს რომ ასეა, კარგად იციან იმათაც, ვინც ამას აკეთებს, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ ,დაფინანსებას ვერ მიიღებენ იმათგან,ვინც ამას უკვეთავს და ვისაც ეს აწყობს ის,რაც დღეს ხდება საქართველოში..
საუბარია სოროსსა და მასონურ წრეებზე,რომელთაც საქართველოს ძლიერება კა არ აინტერესებთ,არამედ მისი დამონება და გამოყენება,როგორც მართლმადიდებლობის,ქართული ცნობიერების,რაც მთავარია,რუსეთის წინააღმდეგ..პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვამბობ:ეს მიტინგი დღეს აწყობს რუსეთს..ამას მისი სულისკვეთებაც ადასტურებს და ისიც,რომ მთავარ ფიგურათა შორის ვხედავ ე.წ.პოლიტიჯოსს,პარტიის თავჯდომარეს,რომელიც 2011 წლის მაისში ,ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოში შემოსაჭრელი რაზმების მომზადებას ხელმძღვანელობდა…
პოლიტიკა არის ის,რაც რუსთაველმა გვითხრა-“გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი”.
კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი:მიტინგი არის ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის დაკანონება. რომელ ქვეყანაში არ იქნებოდა დღეს დაპატიმრებული ის, ვინც საჯაროდ თქვა:”24 საათში დავამხობთ ამ ხელისუფლებასო”,ან ვინც პარლამენტში შეჭრის მოწოდება გააკეთა, რომელსაც ხელისუფლების სისასტიკე მოჰყვა და დასახიჩრებული არაერთი ჩვენი თანამემამულე.
ფაქტი ერთია,ხალხი ქუჩაში ხელისუფლებას და გაბოროტებულ-რევანშისტულ ოპოზიციას გამოჰყავს.მიტინგზე 90 პროცენტზე მეტი დგას გულწრფელად.. დგას ან გაჭირვების,ან იდეის გამო.მათ იყენებენ თვითკმაყოფილი ხელისუფლება და გაბოროტებული ოპოზიცია.ეს მიტინგები რომ მართულია და მართულია ნაცებისა და მისი ნამსხვრევებისგან, მარტივად ჩანს : არ შეიძლება საუბარი არც 7 ნოემბერზე,არც 26 მაისზე,არც იმ ბოროტებაზე,რაც ხალხს და ქვეყანას მოუტანა ნაცმოძრაობამ.
ქართული პარადოქსი და ნაც-ქოცების გაუკუღმართებული პოლიტიკის გამო,მიტინგზე ქვეყანაში არსებული მდგომარეობის არც ანალიზი ჩანს,არც იმის სურვილი,რომ ნამდვილ მეცნიერებს,სახელმწიფო კაცებს ეთათბირონ,მოიწვიონ მიტინგზე დამოუკიდებელუ ექსპერტები.. ნაცმოძრაობა ისე გამოდის, თითქოს ეხლა ნახეს პირველად დარბევა, სისასტიკე,რეზინის ტყვიები…
მე ნაშინ დავიჯერებდი მიტინგის წამყვანთა გულწრფელობას,რომ ამბობდნენ იმას,რაც მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტს უნდა: არ ნაცი და არც ქოცი მომავალ ხელისუფლებაში.
ჩავატაროთ რეფერენდუმი და ამაში დავრწმუნდებით.
დამანგრეველია ის ქება-დიდება ,რასაც უამრავი ადამიანისგან ტელევიზიით ვისმენ… პირად საუბრებში საწინააღმდეგოს ამბობენ!
ეს არ არის ჩემი დღევანდელი მოსაზრება.ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე,რომ მიტინგი არის დიქტატურის გზა,გულწრფელი ადამიანების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების გზა…ხელისუფლებაში “ქუჩის პოლიტიკოსების” მოყვანის გზა.მიტინგებით მოჰყავთ და მიტინგებით ამხობენ მოყვანილს.ასე გაუკეთეს ზვიად გამსახურდიას,შემდეგ ედუარდ შევარდნაძეს და მიხეილ სააკაშვილს.ასე უკეთებენ ბიძინა ივანიშვილს. დამხობის მერე ინანიებენ.
ისევ ქუჩა,ემოცია,აგრესია , სპეკულირება გაჭირვებული ხალხით,გულწრფელ იდეურთა გამოყენება…ამას დიდი ხანია აკეთებენ გაკოტრებული პოლიტიკოსები.ინტელიგენცია დუმს.
ეს არის ჩემი გულწრფელი პოზიცია.
ვიცი, ბევრი არ გაიზიარებს,მაგრამ მირჩევნია, რამდენიმე პროგრესული კაცი მიჭერდეს მხარს,ვიდრე ათასები ბრმად მიკრავდეს ტაშს.
ამ განწყობით ვატარებ ხვალ,26 ივნისს, ოთხ საათზე ,ვახტანგ ბოჭირიშვილის 37 ა-ში პრეს-კონფერენციას..ვიწვევ საინფორმაციო საშუალებებს (ეჭვი მეპარება,რომ ასეთი პოზიცია რომელიმეს აინტერესებს-ან ქოცის მხარესა,ან ნაცის…ჩემთვის ორთავე ქვეყნის უბედურებაა)..ვიწვევ ნებისმიერ დაინტერესებულს, განსაკუთრებით მათ,რომელნიც ჩემ პოზიციას არ იზიარებენ!
კიდევ ერთხელ და გამოკვეთილად ვამბობ,ნუ ეთამაშებით და ნუ ხართ ქამელეონის როლში მიტინგის წამყვანების მიმართ…,ისინ ნაცებისგან მართულნი არიან და დღეს მიტინგი პოლიტიკური ტანკის როლს ასრულებს.
მირჩევნია,ჩემზე გადაიარონ,ვიდრე ვუყურო როგორ ღუპაცენ ქვეყანას,ჩვენ სამშობლოს.
ნამდვილი პოლიტიკოსისთვის, სიცოცხლე არ ღირს მიტინგებით მართულ ქვეყანაში-ეს ყალბ და გაკოტრებულ პოლიტიკოსთა გზაა!
ღმერთო,დამიფარე ამისგან!
თემურ შაშიაშვილი