გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი:

_ მკვლელი აზარტული თამაშები.

ბოლო ექვსი თვის მანძილზე 207-მა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით, უკანასკნელი წლების სტატისტიკა უფრო ტრაგიკულია და რამდენიმე ათას შეწყვეტილ სიცოცხლეს ითვლის.
სუიციდის განმაპირობებელი ფაქტორს სხვა მიზეზებთან ერთად ძირითადად წარმოადგენს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, რაც ჩვენს ქვეყანაში საგანგაშოდ მაღალია (700 ათასი ადამიანია ჩართული) და ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობდეს ამ პრობლემის მოგვარება-დარეგულირებას, პირიქით თავად არის მთავარი საყომარბაზო ბუნაგების შემქმნელ-გამაფართოვებელ-მფარველი, შესაბამისად კაზინოებით გადაივსო ქალაქები, რეკლამებმა წალეკეს ტელევიზიებში, ქუჩები, სოც ქსელები, ტაქსები, მეტროები, ავტობუსები და ა. შ. შედეგად ამ გაღატაკებულ და დაქცეულ ქვეყანაში ამ სისხლიანი ბიზნესის ბრუნვამ კოლოსალურ სიდიდეს- 14 მილიარდს მიაღწია.
ერთადერთი პარტია ვართ ვინც აქციებით, მიტინგებით, გამოსვლებით ვიბრძოდით და ვებრძვით ამ მაფიას, რაც ბუნებრივია საკმარისი არ აღმოჩნდა ამ დანაშაულებრივი ბიზნესის აღსაკვეთად და მივიღეთ უამრავი მოტყუებული, გაღატაკებული, გაკოტრებული, დანგრეული ოჯახი.
ამიტომ გვჭირდება საზოგადოების ფართო მხარდაჭერა, რომ ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები გადავწყვიტოთ, დავიცვათ ჩვენი ბავშვები და უამრავი ოჯახი და სიცოცხლე.

კომენტარები
Загрузка...