საქართველოს სამეფო კლუბის სახელით კლუბის სპიკერი მიმართვა ესპანეთის მეფე ფილიპე VI-სადმი:

,,თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს სამეფო კლუბი, გამოხატავს რა ესპანეთის ისტორიული მეგობარი ქვეყნის, საქართველოს, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრს, იმედოვნებს, რომ ესპანეთის სახელმწიფო უსათუოდ გადალახავს ხელოვნურად გამოწვეულ კრიზისს, რომელიც წამოწყებულია ავანტურისტი პოლიტიკოსების მიერ, კანონის უგულებელყოფით და მიმართულია არა მხოლოდ ესპანეთის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი ავტონომიის მოსახლეობის უმრავლესობის წინააღმდეგადაც და ძალიან საზიანოა თვითონ ავტონიმიის მოსახლეობისთვის, ესპანეთისთვის, ევროპის ერთიანობისა და სტაბილურობისათვის და საერთოდ, კაცობრიობისათვის.

კატალონიის მთავრობაში მყოფი ავანტურისტების მხრიდან კანონის უგულებელყოფას და უსამართლოდ, თვითნებურად დადგენილი წესებით მოქმედებას, რომელიც აზიანებს ავტონომიას, ესპანეთის სახელმწიფოსა და ევროპის სტაბილურობას, იმედია გვაქვს ესპანეთის სახელმწიფო მალე გადალახავს. ჩვენ გვჯერა ესპანეთის სახელმწიფოსი, რომელიც მისაბაძი მაგალითია ჩვენთვის დემოკრატიისა და ხალხზე ზრუნვის თვალსაზრისით!

ვუსურვებთ თქვენს უდიდებულესობას წარმატებებს, ესპანეთის, ევროპისა და ცივილიზებული სამყაროს საკეთილდღეოდ! გაუმარჯოს ესპანეთს! გაუმარჯოს მეფეს!

დიდი პატივისცემით, საქართველოს სამეფო (მონარქისტული) კლუბის სპიკერი გაიოზ (გია) მამალაძე”

კომენტარები