სამართალი და კრიმინალი
გარდაცვლილი ბავშვების ამოცნობა ვერ ხერხდება – ტრაგედია საფრანგეთში
საფრანგეთის სამხრეთში სასკოლო ავტობუსის და მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა ამოცნობა ვერ ხერხდება. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეკომპანია BFMTV-ი იტყობინება. შემთხვევა სამხრეთ საფრანგეთში, ქალაქ პერპინიაში მაშინ მოხდა, როდესაც ავტობუსი სარკინიგზო გადასასვლელს კვეთდა. სასკოლო ავტობუსისა და მატარებლის შეჯახების შედეგად, ავტობუსი ორად გაიყო. სასკოლო ტრანსპორტში ავარიის დროს 11-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები იმყოფებოდნენ. დაიღუპა 4 ბავშვი. დაშავებულია მინიმუმ 20 ბავშვი, 11-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
შემთხვევის ადგილზე ჩავიდა საფრანგეთის პრემიერი. დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა ქვეყნის პრეზიდენტმაც. ამ დროისთვის ავარიის გამომწვევი მიზეზები უცნობია.