პოლიტიკა

,,გაპრეზიდენტების შემთხვევაში სოხუმს გამოვაცხადებ საქართველოს დედაქალაქად, ცხინვალს – საპარლამენტო ქალაქად”

ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ოკუპირებული რეგიონების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ეხმაურება. შალვა ნათელაშვილის თქმით ქართველი ერი მსოფლიოში ერთადერთი ერია, რომლის გამოდევნაც საკუთარი მიწიდან მოხდა სწორედ ეროვნული კუთვნილების გამო. მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში კი, ის მოახერხებს იმას, რომ რუსეთი იძულებული გახდება გაიყვანოს საოკუპაციო ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან. ნათელაშვილი პირობას დებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სოხუმს საქართველოს დედაქალაქად, ცხინვალს კი საპარლამენტო ქალაქად გამოაცხადებს.

„ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალები დაუბრუნდება საოკუპაციო ზოლს, რათა დაიცვას ხალხის უსაფრთხოება. ქართული მიწების ოკუპაცია გახდება მსოფლიო პოლიტიკის წამყვანი თემა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე ყველა თანამდებობის პირი, დიპლომატი და გენერალი გამოცხადდება საერთაშორისო ძებნაში ინტერპოლის ხაზით.“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. მისივე თქმით საქართველო არის მრავალეროვანი ქვეყანა, თუმცა ყველა იმ ეთნოსს, ვისაც უნდა შექმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო, ურჩევს, რომ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close