,,განათლება პირუტყვის დონეზე დაიყვანეს, კულტურა, რომელიც ყვაოდა_,,უბორნიის” ლიტერატურით გაავსეს…”
მკითხველის კომენტარი euronews.ge -ს სტატიაზე.
ნიკა ხაჩიძე:
_ უკან დარჩა ჯერ თავისუფალ საქართველოზე ოცნებაში გატარებული წლები, მერე გლობალისტების მიერ გამომცხვარ ნგრევის ჯოჯოხეთში ცხოვრება, რომელსაც, რატომღაც თავისუფლება დავარქვით ქართველებმა. ჩემ თვალწინ ამოხადეს სული ნეოლიბერალებმა საქართველოს და ისედაც ბოლშევიკური რეჟიმით სახეცვლილ ერს, ახალი, დახვეწილად გამანადგურებელი ,,ფორმაცია,, ჩაგვისახლეს შინ— მემკვიდრეობით მიღებული და თურმე, არც თუ უძლური ეკონომიკა მოგვისპეს, ხოლო მის ადგილზე არაფერი შექმნეს, განათლება პირუტყვის დონეზე დაიყვანეს, კულტურა, რომელიც ყვაოდა—,,უბორნიის,, ლიტერატურით და უნიჭო არსებებით გაგვივსეს, ტყეები გაჩეხეს, სოფელი ხალხისგან დაცალეს, ახალგაზრდობა კლუბებში შერეკეს და ნარკოტიკზე დასვეს, ხალხი ემიგრაციაში გაყარეს, გენოფონდი გაგვინახევრეს, მიწები აზიელებზე გაყიდეს, მიგრანტების შემოსახლება დაიწყეს, ბიბლიოთეკების მაგიერ კაზინოები და ბორდელები გახსნეს, ეკლესიები მავანთა ბიზნესად გვიქციეს, გაგვყვეს, გაგვრყვნეს, ერთმანეთს წაგვკიდეს, შვილს მამა შეაძულეს, საეჭვო და გამყიდველი ელიტა გამოგვიზარდეს, სიმწრით შექმნილი სამეცნიერო სკოლები დახურეს, ქართული ეროვნული აზროვნების ცენტრი, უნივერსიტეტი სოროსში დაზრდილების ასპარეზად აქციეს და რამდენი ერთი ჩამოვთვალო, რომ აზრი გაწვდეს... არადა, საუბედუროდ, ამ არასრულ ჩამონათვალში, ყველა სიტყვა სავსეა სიმართლით… ხოლო ყველაზე საშინელი სიმართლე ის გახლავთ ძვირფასო ქართველებო, რომ ეს ყველაფერი, ჩვენივე ხელით გვაკეთებინეს, ქართულენოვანი და სულ-ხორც გაყიდული ტელე მედიის ,,დახმარებით,,.
მე რაც ახლა ზევით ჩამოვთვალე, ამ მდგომარეობაში მყოფი ერი, დღე და ღამ უნდა შრომობდეს ამდენი გაფუჭებულის გამოსასწორებლად, მაგრამ მთლად საგანგაშო სიმართლე ის გახლავთ, რომ ეს ხალხი ვერც აცნობიერებს რა დამართა საკუთარ ქვეყანას და ბიძინა -მეცენატის, კვირიკა– -გინდ გყოლია გინდ არას, მარგველ–მდიდარ სექსოსანის და კალა–ტრუსიკ რეკლამას იმედად ხვრინავს, ამ აზია-ევროპის და საქრისტიანო-სამაჰმადიანოს გასაყარზე, ანუ ურთულეს გეოპოლიტიკურ სივრცეში….
(გავაზიაროთ მეგობრებო, იქნებ წაიკითხონ მუქთამჭამელებმა მთავრობაში).
ასეთი კომენტარი გააკეთა euronews.ge -ს სტატიაზე – ,,30-40 წელიწადში უცხო ტომელი ბევრად მეტი იქნება საქართველოში, ვიდრე ქართველი” ნიკა ხაჩიძემ.