გამოიმუშავე ფული და ისწავლე – ჟურნალისტობიდან რედაქტორობამდე

,,Euronews ჰოლდინგი”-ს პრაქტიკული ჟურნალისტიკის სკოლა აგრძელებს მოსწავლეების მიღებას.
გარდა იმისა, რომ მოსწავლეები დაეუფელებიან წარმატებული ჟურნალისტისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს და პრაქტიკული მეცადინეობებით შეისწავლიან ჟურნალისტიკის ყველაზე გავრცელებულ ჟანრებს ( ინტერვიუ; რეპორტაჟი; ნიუსი; სიუჟეტი), მათთვის შეიქმნება პერსონალური საიტები (შექმნისას მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მოსწავლეების გემოვნება). საკუთარი საიტის მეშვეობით, ისინი შეისწავლიან ონლაინ მედიაში დამოუკიდებლად მუშაობის აუცილებელ პრინციპებს.
გარდა ამისა, ,,ევრონიუს ჰოლდინგი”-ს პრაქტიკული ჟურნალისტიკის სკოლა უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის პერსონალურ საიტზე რეკლამების განთავსებას, რომლიდან მიღებული შემოსავალიც მთლიანად იქნება მოსწავლის საკუთრება.
პრაქტიკული სწავლების ხანგრძლივობა _ 6 თვე. გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი. საუკეთესო სტუდენტები შესაძლოა, დასაქმდნენ აღნიშნული საინფორმაციო სააგენტოებიდან ერთ-ერთში. ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 50 ლარს.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 5 97 11 12 47
,,ევრონიუს ჰოლდინგი”-ს რედაქცია