საზოგადოება

,,გალიით უნდა ჩამოატარო და ხალხს აჩვენო, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი და ზოგადად, კაცი”

,,გალიით უნდა ჩამოატარო და ხალხს აჩვენო, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი და ზოგადად, კაცი.
თავისი ოჯახის წევრ ქალებს თვალებში როგორ უყურებს?!
დიდი ფული რომ არ ჰქონდეს და ,,ქოცნების” შემწირველი არ იყოს, ვერც საკრებულოს წევრი გახდებოდა და ვერც ამდენ უფლებას მისცემდა თავს ეს მოძალადე და თუ მისცემდა, აქამდე უკვე ციხეში იქნებოდა!
სასწრაფოდ გისოსებს მიღმა!” _ ასე გამოეხმაურა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, ნინო მეტრეველი  თბილისის საკრებულოს წევრზე, ილია ჯიშკარიანზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან საკუთარ თანაშემწეზე სექსუალურად იძალადა, წინააღმდეგობის შემდგომ კი სასტიკად სცემა.

Related Articles

Back to top button
Close