
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა ბოკვერ მოინახულა და ძიუდოისტმა შეხვედრის კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
.
„გაიზარდა პატარა. მადლობა ჩვენს ზოოპარკს, ასეთი კარგი ზრუნვისთვის. ყველას თავისი პატარა ჰყავს“, – დაწერა ბექაურმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონმა ბოკვერი ზოოპარკში მას შემდეგ ჩააბარა, რაც კადრები გავრცელდა, როგორ სეირნობდა მასთან ერთად. ბოკვერს უკვე სახელიც აქვს – ბუბუ. მას ჯანმრთელობის პრობლემაც ჰქონდა და მკურნალობა დასჭირდა. მასზე ზოოპარკის თანამშრომლები ზრუნავენ.