,,გავრილოვის ამბავი მონაგონი შეიძლება აღმოჩნდეს, ისეთ პროვოკაციას ამზადებენ მუზეუმში…” _ ჟურნალისტი შს მინისტრს მიმართავს
,,ბატონო გიორგი, გავრილოვის ამბავი მონაგონი შეიძლება აღმოჩნდეს, ისეთ პროვოკაციას ამზადებენ მუზეუმში, თან, სწორედ ამ არეულობის დღეებში გააქტიურდნენ. ძალიან ჩქარობენ. ჰაერზე არაფერს ვწერ. ამ განცხადებას სასწრაფოდ ვაქვეყნებ აქ, ინტერნეტსივრცეში, რომ ეგებ თქვენამდე ვინმემ ხმა მოიტანოს. შეხვედრას გთხოვთ, საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრები, თქვენ, რიოგორც ამ ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს. სულ 15, მაქსიმუმ 20 წუთს წაგართმევთ. ბევრნი არ ვიქნებით, ოთხნი მოვალთ. თქვენამდე არაერთხელ შევხვდით საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ ეს შეხვდრები აღმოჩნდა შეაყარე კედელს ცერცვი. ვიცით, ვხედავთ ქვეყანაში როგორი დაძაბული ვითარებაა, მაგრამ გთხოვთ, მარტივად ნუ შეხედავთ ამ საკითხს. განცხადებას, შეხვედრის თხოვნით ორ საათზე ჩავაბარებ სახელმწიფო კანცელარიაში.
აქვე ჩემს ფეისბუქმეგობრებს. ჟურნალისტებს გთხოვთ, ეს ინფორმაცია მაქსიმალურად გაავრცელოთ, რომ ადრესატამდე მიაღწიოს” _ წერს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.