სამართალი და კრიმინალი

,,გადაწყვეტილებების პასაჟების გამოქვეყნებით უნდა დავიწყოთ ,,მონა მოსამართლეების” გამოვლენა”

როინ მიგრიაული, პროფესორი, ადვოკატი:

_ დღეს (19.07.18) ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლე X-მა, რომელიც, სამწუხაროდ, მუდმივად არის დანიშნული, ისევ სამარცხვინო და კანონისაგან (და სამართლისაგანაც) დაშორებული გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლე, რომელიც გაუბედავია გადაწყვეტილების გამოტანაში, არ არის დამოუკიდებელი და სარგებლობს იმით, რომ მუდმივად არის დანიშნული, არ უნდა ეგებოდეს ფეხვეშ სახელმწიფოს და მის ორგანოებს. როდესაც საქმის მასალები და, მითუმეტეს, არსებული პრაქტიკა გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საქმე კერძო პირის სასარგებლოდ გადაწყვიტო, ნუ იქნები „მონა მოსამართლე“, იყავი დამოუკიდებელი და შედი თავაწეული მართლმსაჯულების ისტორიაში!
კონკრეტული საქმით არ ვარ გულდაწყვეტილი, ასეთი მოსამართლეების ადგილი არ უნდა იყოს სასამართლო სისტემაში … კი იცის მან, ვისაც ეკუთვნის ეს ჩემი გულისწყრომა.

ვფიქრობ,. რომ გადაწყვეტილებების პასაჟების გამოქვეყნებით (კონფიდენციალურობის სრული დაცვით) უნდა დავიწყოთ “მონა მოსამართლეების” გამოვლენა. სხვა მხრივ, განსაკუთრებით მუდმივად დანიშნული მოსამართლეები, ჩაიკეტნენ თავიანთ ნაჭუჭში და თავს კარგად გრძნობენ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close