საზოგადოება
,,გადადეთ ყველა საქმე და მობრძანდეთ სამების საკათედრო ტაძარში..”_ კვირას, 12 საათზე პატრიარქს ხალხი თანადგომას გამოუცხადებს!
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვირას, 12 საათზე, სამების ტაძარში მრევლი და საქართველოს მოსახლეობა იკრიბება. ისინი თანადგომას გამოუცხადებენ საქართველოს პატრიარქს.
,,გადაწყდა, რომ კვირას, 12 საათზე მრევლი იკრიბება სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამოსავლენად.
აღნიშნული ინფორმაცია უკვე გავრცელდა საპატრიარქოს არხზე….
მსვლელობას შემოუერთდებიან ასევე სასულიერო პირები.
გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, გადადეთ ყველა საქმე და მობრძანდეთ სამების საკათედრო ტაძარში..
დავნახოთ ყველას ჩვენი ძალა”.