პოლიტიკა

ბურჯანაძე: საქართველოში ამერიკული ტანკების სირბილი ძვირად დაგვიჯდება

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე წუხილს გამოთქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტთან შეხვედრაზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად იგი არ მიუწვევიათ. ბურჯანაძის თქმით, ამ შეხვედრაზე მხოლოდ ის ოპოზიციური ლიდერები დაპატიჟეს, რომელთა შეხედულებებიც აშშ-ის შეხედულებებთან თანხვედრაშია.

ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მაიკ პენსმა მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა, თუმცა ეჭვი ეპარება, თუ რამდენად შესრულებადია. ბურჯანაძის განმარტებით, ასევე მნიშვნელოვანი იყო პენსის ის განცხადება, რომლის თანახმად, აშშ მკაცრად იცავს ნატოს წესდებას.

„ამერიკა ერთგულია ნატოს წესდების მეხუთე მუხლის, სადაც პირდაპირ წერია, რომ ნატო აგრესიის შემთხვევაში იცავს წევრ სახელმწიფოებს და არა ასპირანტებს, არა იმათ ვინც ოცნებობს ნატოში გაწევრიანებაზე, არამედ ნატოს წევრ სახელმწიფოებს. ასე რომ როცა ჩვენ რუსეთს ცხვირწინ ვუფრიალებთ ამერიკულ დროშებს, რუსეთის ბაზებიდან 500 მეტრის მანძილზე დავარბენინებთ ამერიკულ ტანკებს, ნუ დაგვავიწყდება, რომ 2 კვირაში ეს ამერიკული ტანკები წავა და ღმერთმა არ ქნას, რომ რამე მოხდეს, თორემ როგორც 2008 წელს არ მოსულა ეგ ტანკები ჩვენს დასახმარებლად, ვერც ახლა მოვა“,, – განაცხადა ბურჯანაძემ.

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი საქართველოში მიმდინარე მრავალეროვან სამხედრო წვრთნებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთს ამაზე საპასუხო რეაქცია აუცილებლად ექნება.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში ესტონეთიდან ჩამოვიდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დახვდა. მოგვიანებით, გიორგი კვირიკაშვილმა, მეუღლესთან ერთად, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტსა და ამერიკის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. კვირიკაშვილმა პენსს კოსმოსში ჩაკრულოს გაშვების ისტორიაც უამბო.

imedinews.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close