პოლიტიკა
ბოსნია და ჰერცოგოვინამ საქართველოს სავიზო რეჟიმი გაუუქმა

საქართველოს მოქალაქეები ბოსნია და ჰერცეგოვინაში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ. სარაევომ საქართველოს სავიზო რეჟიმი გაუუქმა.
საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნას ნებისმიერ ექვსთვიან პერიოდში, 90 დღის განმავლობაში უვიზოდ შეეძლებენ.
აქამდე საქართველოს მოქალაქეები ვიზას თურქეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინას საკონსულოში იღებდნენ. ქვეყანაში შესვლა ასევე შესაძლებელი იყო შენგენის მრავალჯერადი ვიზით.